ვერძი
ნაკლებად იურთიერთეთ უფროსობასთან და ხელმძღვანელ პირებთან. სჯობს, თავი შეიკავოთ მოლაპარაკებებისგან, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ თავზე აიღეთ ინიციატივა და იმოქმედეთ თქვენი უფლებების ფარგლებში.
კურო
კარგი დღეა ახალი სამსახურის მოსაძიებლად. შესაძლოა, იპოვოთ სტაბილური სამუშაო კარგი ანაზღაურებით, თუმცა, ამ ყველაფერს თქვენი აქტიურობა სჭირდება, გადაავლეთ თვალი სოციალურ ქსელებსა და დასაქმების გვერდებს, ვინც ეძებს, ის პოულობს!
ტყუპები
მოთმინებით დაელოდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და ხელოვნურად ნუ დააჩქარებთ პროცესებს, ამგვარად, უფრო ეფექტურად მიაღწევთ დასახულ მიზანს.
კირჩხიბი
თავი შეიკავეთ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისგან, რომელიც თქვენს სამსახურთან არაა დაკავშირებული. დაკავდით პირადი საქმეების გაანალიზებით და მოგვარებით, ერიდეთ ნეგატიური ადამიანებთან კონტაქტს.
ლომი
შესაძლოა, მოულოდნელად გაჩუქონ თანხა ან მიიღოთ პრემია, ბონუსი სამსახურიდან, ნუ შეეცდებით, უმალვე მიაშუროთ მაღაზიებს, დაიცავით ბალანსი და ზომიერება.
ქალწული
შესაძლოა, აღმოჩნდეთ უჩვეულო სიტუაციაში და გაგიჭირდეთ სწორი მიმართულების პოვნა. სასურველია, არასტანდარტულად იმოქმედოთ, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ სამყაროს ბოძებული შანსით.
სასწორი
მთავარია, მოინდომოთ და მცირეოდენი შემოქმედებითი მუხტის შეტანით თქვენს საქმიანობაში, შეძლებთ ყველაზე უსახური პროექტის განუმეორებელი ფორმით წარმოჩენას და აღიარების მოპოვებას.
მორიელი
თავი შეიკავეთ სერიოზული საქმეებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან, ასევე, საქმიან დოკუმენტებთან მუშაობა, სჯობს, სამომავლოდ გადადოთ. სასურველია, ეს დღე პირად ურთიერთობებს დაუთმობთ.
მშვილდოსანი
სასურველია, შეცვალოთ ჩვეული სამოქმედო განრიგი და ურთიერთობების მეტად, განმტკიცებაზე იზრუნოთ, გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა საეჭვო ადამიანებთან, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები.
თხის რქა
შეეცადეთ, იყოთ გახსნილი და გულწრფელი დამოკიდებულებით მიიზიდოთ გარშემომყოფთა ყურადღება, ამგვარად, არა მარტო მოკავშირეებს შეიძენთ, არამედ, ფრთებს შეასხამთ თქვენს სურვილებს.
მერწყული
თუ მოინდომებთ და ძალისხმევას არ დაიშურებთ, იამაყებთ თქვენი დღევანდელი გონიერებითა და შრომის შედეგებით. შეეცადეთ, მეტად იზრუნოთ ახალი პროექტის განვითარებასა და გაფართოებაზე.
თევზები
შინ თუ გარეთ იმოქმედეთ დელიკატურად და ნუ შეეცდებით, სხვათა ჭკუის სწავლებას. უმჯობესია, თქვენი საქმიანობით უჩვენოთ ყველას მაგალითი და შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები.