Tuesday, July 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ის ბაიერნის ახალი ხვიჩა კვარაცხელიაა” – რას წერს bavarianfootballworks-ი ლუკა პარკაძეზე

April 1, 2023
“ის ბაიერნის ახალი ხვიჩა კვარაცხელიაა” – რას წერს bavarianfootballworks-ი ლუკა პარკაძეზე

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა პარკაძე თბილისის დინამოდან მიუნხენის ბაიერნში გადაბარგდა, ის გერმანული კლუბის სარეზერვო გუნდს ზამთრის სანტრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანული ინტერნეტ გვერდი, კერძოდ Bayernfootballworks ლუკა პარკაძეს ახალ ხვიჩა კვარაცხელიას უწოდებს, რომელიც ისევე ბრწყინვალედ გამოირჩევა საკუთარი ტექნიკითა და სათამაშო ხარისხით, როგორც ამას ნაპოლის ქართველი ახალგაზრდა გარემარბი აკეთებს:

“ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიში გამოჩენის შემდეგ, სხვა ქართველმა ფეხბურთელებმაც უდიდესი ყურადღება მიიქციეს. 2000-იან წლებში, ბუნდესლიგას ახსოვს ქართველი მოთამაშეები (ლევან ცქიტიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი კიკნაძე, ლევან კობიაშვილი), რომლებიც ფრაიბურგის შემადგენლობაში ხშირად ერთადაც კი თამაშობდნენ. ფრაიბურგი სწორედ ის გუნდია, რომელმაც პირველმა გაუხსნა გზა ქართველ მოთამაშეებს გერმანიის ლიგაში. მას შემდეგ, რაც 2014 წელს კიკნაძე პენსიაზე გავიდა, ბუნდესლიგაში ქართველი ფეხბურთელი აღარ გამოჩენილა, მაგრამ არსებობს რეალური შანსი, რომ ახალი ისტორია ლუკა პარკაძემ დაწეროს.

დინამო თბილისის აკადემიიდან წამოსული ლუკა პარკაძე მიუნხენის ბაიერნს ზამთრის სანტრანსფერო ფანჯრის დროს შეურთდება. 2005 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა თავის სადებიუტო ეროვნული ლიგის შეხვედრა სულ ახლახანს ითამაშა. როგორც ჩანს, ბაიერნმა ხელში საინტერესო ფეხბურთელი ჩაიგდო.

პარკაძე ყველაზე საშიში მაშინაა, როდესაც ის ბურთს ფლობს. მას, ამ დროს თავისი ფანტასტიკური ტექნიკის გამოყენება და მცველებისთვის საქმის გართულება შეუძლია. გარდა ამისა, ლუკას შესანიშნავი ძალა და სიჩქარე აქვს. სწორედ ამიტომ იყენებდნენ აქამდე პარკაძეს ფლანგზე, რათა საკუთარი გამორჩეული თვისებები სრულებით გამოევლინა.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე შეხვედრაში გოლის გატანა თუ საგოლე პასის გაკეთება პარკაძემ ვერ მოახერხა, მან მცველებს ყველანაირი სახის პრობლემა შეუქმნა, რის გამოც ლუკას მის თანამემამულეს, კურსდამთავრებულ ხვიჩა კვარაცხელიას ადარებენ, რომელიც ნაპოლიში უკვე ბრწყინავს.

მას შემდეგ, რაც ლუკა პარკაძემ ბაიერნის საცდელი პერიოდი გაიარა, ქართველმა გერმანელებზე მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა. ბაიერნის კამპუსის მენეჯერმა, იოხენ ზაუერმა თქვა, რომ ისინი მოხარულნი იყვნენ, რადგან პარკაძის კლუბში გადაბირება შეძლეს, რომელსაც გერმანული კლუბის სკაუტები დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ.” – წერს Bayernfootballwork.

წყარო – bayern.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დასახელდა ზოდიაქოს 3 ყველაზე იღბლიანი ნიშანი
  • ამინდი მკვეთრად გაუარესდება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
  • მძღოლები 2000 ლარით დაჯარიმდებიან – მნიშვნელოვანი ცვლილება კანონში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge