Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ზვიად გამსახურდია გამოდის ყველაზე დიდი ლიბერალი ამ ქვეყანაში…” – რას წერს ცოტნე გამსახურდია?

March 31, 2023
“ზვიად გამსახურდია გამოდის ყველაზე დიდი ლიბერალი ამ ქვეყანაში…” – რას წერს ცოტნე გამსახურდია?

დღეს, 31 მარტს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.

გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს:

“2019 წლის 3 ოქტომბერი

“დროთა განმავლობაში, ზვიად გამსახურდია გამოდის ყველაზე დიდი ლიბერალი ამ ქვეყანაში…

აბა, გრუზინეთში ასეთ ქვეყანას ვინ ააშენებინებდა?!

ზ. გამ­სა­ხურ­დია: “მა­ფი­ო­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ესო­დენ დიდი სიმ­რავ­ლე, პირ­ველ რიგ­ში, კო­მუ­ნის­ტუ­რი, ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი წყო­ბი­ლე­ბის მან­კი­ე­რე­ბაა, ვი­ნა­ი­დან მან მო­უს­პო ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი გზით შე­მო­სავ­ლის ქო­ნი­სა, კარ­გი ცხოვ­რე­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვი­სა მოღ­ვა­წე­ო­ბის ამა თუ იმ სფე­რო­ში, ამი­ტომ მიჰ­ყვეს ხელი უკა­ნო­ნო და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ გზას, რი­თაც გამ­რავ­ლდნენ მა­ფი­ე­ბი. ეს არის ფაქ­ტობ­რი­ვად და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უპი­რის­პირ­დე­ბი­ან სი­მარ­თლეს, სი­კე­თეს, ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, კა­ნო­ნი­ე­რე­ბას. მათ წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა დამ­სჯე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, უსარ­გებ­ლოა; ისევ და ისევ სა­ჭი­როა იმ სის­ტე­მის დან­გრე­ვა, რა­მაც ეს ყო­ვე­ლი­ვე წარ­მოშ­ვა. ამ სის­ტე­მის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია არის სა­ჭი­რო, მისი მი­სა­და­გე­ბა ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლუ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბი­სად­მი, შე­მო­სავ­ლის გაზ­რდა, რათა ადა­მი­ან­მა შე­მო­სავ­ლის ძი­ე­ბა­ში არ და­არ­ღვი­ოს კა­ნო­ნი­ე­რე­ბა.

ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფო წყო­ბი­ლე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვევს შემ­დგომ ამ მა­ფი­ე­ბის დაშ­ლას, ისი­ნი შე­წყვე­ტენ არ­სე­ბო­ბას. სა­ნამ კო­მუ­ნის­ტუ­რი სის­ტე­მის რე­ცი­დი­ვე­ბი გვექ­ნე­ბა, მა­ფია ყო­ველ­თვის იარ­სე­ბებს.”

ზ. გამ­სა­ხურ­დია: “პა­ტა­რა სა­მე­ფო­ე­ბი, პა­ტა­რა იმ­პე­რი­ე­ბი კულ­ტუ­რა­სა და მეც­ნი­ე­რე­ბა­ში უნდა მო­ის­პოს. აქ პა­ტა­რა ლი­დე­რე­ბი – მე­ფე­ე­ბი და თა­ვა­დე­ბი – არი­ან, რომ­ლე­ბიც თა­ვის კლანს იკ­რე­ბენ გარ­შე­მო. ეს კლა­ნი შემ­დეგ იბ­რძვის თა­ვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, თა­ვი­სი მო­გე­ბის­თვის და ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რა­დი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის. რო­დე­საც უფრო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გახ­დე­ბა მმარ­თვე­ლო­ბა ამ სფე­რო­ებ­ში, ეს გა­მო­იწ­ვევს ამ მა­ფი­ე­ბის არ­სე­ბო­ბის შე­წყვე­ტას.

სა­ქარ­თვე­ლო სამ­ხრე­თის ქვე­ყა­ნაა და აქ ზარ­მაც­თა, მუქ­თა­ხო­რა­თა და უსაქ­მურ­თა წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ძა­ლი­ან რთუ­ლია”.

2019 წლის 31 მარტი

“დღეს – ეროვნულ ბიბლიოთეკაში…

ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ზვიად გამსახურდიას ღვაწლზე, შემოქმედებაზე, მრავალმხრივ საქმიანობაზე, მაგრამ დღეს, აწმყოსა და მომავალი კონტექსტის გათვალისწინებით ერთი ასპექტი მგონიაყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მას ახასიათებდა და რომელიც მის შესახებ საუკუნეებს გაუძლებს და გზამკვლევად გამოადგება მომავალ თაობებს:

ბრძოლა გაბატონებული აზრის, დისკურსის წინააღმდეგ, საკუთარი აზრის გამოხატვის სიმამაცე, საკუთარი პოზიციის დაცვისა და მისთვის ბრძოლის უნარი! ქცევის ამ იდეალებს ეფუძნებოდა ჯერ კიდევ ანტიური დემოკრატიები, ეფუძნებოდა ჯონ ლოკისა და ემანუილ კანტის შეხედულებები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, უფრო გვიანდელ განმანათლებელ მოღვაწეთა ნააზრევი…

დღეს და მომავალში, სახელმწიფოებრივ, საზოგადო და პირად სივრცეებში ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას, ზვიად გამსახურდიას და სხვათა სისხლით მოტანილი მემკვიდრეობის განმტკიცებას სწორედ ეს სითამამე, აზროვნების თავისუფლება სჭირდება. დღეს ჩვენ კვლავ საბრძოლველი გვაქვს ერთპარტიულობის ჭაობის, კერპთაყვანისმცემლობის და კორუფციის კომუნისტური სულის წინააღმდეგ, როდესაც მთელმა ერმა, საზოგადოებამ უნდა მოისურვოს და შეძლოს გამოფხიზლება და არ იყოს ერთი მუჭა “ელიტებისა” და საეჭვო რეპუტაციის, ნასუფრალს შეჩერებული ფსევდომოღვაწეების კვალში მოსიარულე მაჩანჩალა…

გილოცავთ დღევანდელ დღეს და ამ გზაზე წარმატებებს გისურვებთ!”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge