“თუ ყირიმის სახმელეთო კორიდორი აიღეს უკრაინელებმა რუსული ჯარი დემორალიზდება..ჩამოიშლება სიტუაცია და პუტინს ჩამოიღებენ” – აცხადებს პრორუსი, ალტ–ინფოს ერთ–ერთი წარმომადგენელი, ზურაბ მახარაძე, ბლოგერ უჩა აბაშიძის საავტორო გადაცემაში “ადამიანური საუბრები”.
მისი თქმით, უკრაინა სავარაუდოდ გაზაფხულზე განაახლებს იერიშს:
“–უკრანის ჯარს სავარაუდოდ შესწევს ძალა, რომ რუსეთზე მიიტანოს იერიში.ის რაც რუსებს თავიდან წარმოედგინათ… ყველა ამბობს, რომ რუსულმა არმიამ გაასხა, მე მგონია, რუსულმა არმიამ კი არა, რუსულმა დაზვერვამ გაასხა, ენით აღუწერლად, ეგეთი იაღლიში დაზვერვას… არმიას მისცეს დავალება, თქვენ ახლა იქ რომ შეხვალთ ატარებთ სპეც.ოპერაციას, უკრაინული ელიტა ჩამოიღებს ზელენსკის, ეგ იყო მოლოდინი. ტოტალურად გაასხა რუსულმა დაზვერვამ, ძაან მაგრად, ძაან დიდი დანაკარგები ნახეს. ასევე ტოტალურად გაასხა დასავლურმა დაზვერვამ და ანალტიკამ იმაში, რა ეფექტი ექნებოდა რუსეთზე ეკონომიკურ სანქციებს.