Tuesday, July 29, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

გადაუხდიან თუ არა კომპანიები თანამშრომლებს თვითიზოლაციასა და კარანტინში გატარებული დღეების ხელფასს – განმარტება

November 3, 2020
საქართველოში საშუალო ხელფასი გაიზარდა

კორონავირუსის პანდემიამ მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი პრობლემა შეიქმნა, მათ შორის არის თვითიზოლაციასა და კარანტინში ყოფნის პერიოდის შრომითი ანაზღაურების საკითხი.

ავალდებულებს თუ არა კანონი დამსაქმებელს აღნიშნული პერიოდის ანაზღაურებას და რა ბერკეტი აქვს დასამქებულს.

ამ შეკითხვებით საქართველოს პროფკავშირების იურისტს, თამარ სურმავას მივმართეთ.

მისი თქმით, ძალიან ხშირია შემთხვევბი, როდესაც დამსაქმებლები, ანაზღაურების გადახდის თავიდან აცილების მიზნით, თანამშრომლებს უფასო შვებულებაში გასვლას აიძულებენ, თუმცა სამართალმცდონემ განმარტა, რომ თვითიზოლაციაში გადასვლას, პრეტენზიის გამოთქმასა და საჩივარის დაწერას კონკრეტული წესი აქვს:

ანაზღაურებადია თუ არა თვითიზოლაციასა და კარანტინში ყოფნის პერიოდი?

მოქმედი კანონმდებლობით, თვითიზოლაციის საკითხისგან განსხვავებით, კარანტინთან დაკავშირებული საკითხი, რეგულირებული იყო. კანონით გაწერილია, რომ საკარანტინე პერიოდის ანაზრაურება სრულად უნდა მოხდეს.

რაც შეეხება თვითიზოლაციას, ეს თემა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში გაწერილი არ იყო. შესაბამისად, შეიქმნა პრობლემები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შევიდა ცვლილება და კანონში გაიწერა, რომ თვითიზოლაციის პერიოდი კარანტინის მსგავსად, ანაზღაურებადი უნდა იყოს.

როგორ უნდა აიღოთ ცნობა თვითიზოლაციის შესახებ?

თვითიზოლაცია თვითნებურად ვერ გამოცხადდება. ადამიანს, როდესაც გარემოებიდან გამომდინარე ესაჭიროება თვითიზოლაციაში ყოფნა, უნდა აღწეროს კონკრეტული მოცემულობა. დაასაბუთოს, რომ მისთვის და მის ირგვლივ მყოფი ადამიანებისთვის აუცილებელია გარკვეული პერიოდით თვითიზოლაციში გადავიდეს. ეს განცხადება წარადგინოს სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმმა ის უნდა დაადასტუროს, გასცეს შესაბამისი ცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება სამართლებრივი ძალა.

ამ წერილის საფუძველზე უკვე დამსაქმებელი ვალდებული იქნება აუნაზრაუროს დასაქმებულს თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდი.

როგორ უნდა მოიქცეთ თუ დამსაქმებელი თვთიზოლაციასა და კარანტინში ყოფნის პერიოდს არ გინაზაღაურებთ?

თუ დამსაქმებელი იმ სამუშაო საათებს არ გინაზღაურებთ, რომლებსაც თქვენგან დამოუკიდბეელი მიზეზებით, თვითიზოლაციასა და კარანტნში ატარებთ, კუთვნილი ანაზღაურების მისაღებად, ერთადერთი ბერკეტი ჩივილია.

აგრეთვე, შეგიძლიათ გამოიძახოთ შრომის ინსპექცია, თუმცა შემდეგ ისევ სასამართლოში მოგიწევთ დავა. გასათვალისწნებელია, რომ ანაზრაურების მოთხოვნის დროს კარანტინისა და თვითიზოლაციაში ყოფნის ოფიციალური დოკუმენტები უნდა გქონდეთ.

წყარო: დაიჯესტი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მამაჩემი ღირსეულად წავიდა ციხეში, სწორი გადაწყვეტილება მიიღო”- ირაკლი ოქრუაშვილის შვილი
  • ავარია ფოთში – რა ხდება ადგილზე
  • “მილიონერი ელდარ კურტანიძის შვილები სოციალურად დაუცველები არიან” – ხათუნა მიქაცაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge