„თუ ამ დროს მოვკვდი, არ იტიროთ. მე ამ დროს ვიცინი, ვცეკვავ და მაგარ ხასიათზე ვარ“- ეს წარწერა თან ახლავს შორენას ფოტოს, რომელზეც ავტომობილის სპიდომეტრია გამოსახული. ისარი 180 კმ/სთ-ს აჩვენებს. ფოტო 18 სექტემბრით თარიღდება.
გოგონა ავარიაში დაიღუპა, მისი “ფეისბუქ-ქავერი” კი სოცილურ ქსელს ელვის სისწრაფით მოედო.
როგორც კომენტარებიდან ვიგებთ, მას ორი შვილი ჰყავდა:
“რატო დაღუპე შენი ოჯახი, ეს რა გააკეთე…”
“გული უგრძნობდა, ალბათ” – წერენ კომენტარებში.
“რეზონანსს” მოგვიანებით დაუკავშირდნენ გოგონას ახლობლები და აცნობეს, რომ რომ ტრაგიკული ფაქტი ამ კონკრეტულ შემთხვევას არ უკავშირდება. იგი სულ სხვა დროს, მანქანით გადაადგილებისას, თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი მანქანის გასწრების მანევრის დროს, სამოძრაო ზოლში არ ჩააყენეს და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა.