ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.
„განსხვავება თანმიმდევრობაშია – რომელი უფრო ადრე დაიხურება და რომელი – მოგვიანებით.
დიქტატურა გულისხმობს ყველა მედიასაშუალების განადგურებას. თავისუფალი აზრის აღმოფხვრას მთლიანად.
არანაირი ნაც-ქოცური პარადიგმა არ არსებობს. არსებობს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ.
ამის გაცნობიერება ადამიანებს დაეხმარება, ჯერ სასაცილო მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, საბოლოო კი ტრაგიკული შედეგები თავიდან აიცილონ“ , – წერს სანაია.