დღეს გამართული ამხანაგური მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და მონღოლეთის ნაკრებს შორის ბათუმელთა გამარჯვებით 6:1 დასრულდა.
მასპინძელთაგან გოლები ბალიჩმა, ფლამარიონმა, კონატემ, ზარიამ, კაპანაძემ და ლიტვინენკომ გაიტანეს.
შეგახსენებთ, 25 მარტს მონღოლეთი საქართველოს ნაკრებთანაც ანალოგიური ანგარიშით დასრულდა.