გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მარტს, 11:00-დან 15:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ჩანადირთკარი, აბანოსხევი, საკრამული, ბულაჩაური, მლაშე, ბაგა, ქუბრიაანი, საშაბურო, ლაშარის ჯვარი, ბოდორნა, ლაზვიანი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.