Saturday, July 11, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა გელოდებათ დღს? – 26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

March 26, 2023
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ენერგიით სავსე ხართ და ნებისმიერი სირთულის ამოცანას ადვილად უმკლავდებით. ძველ მეგობართან გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ, პრობლემას სხვა მხრიდან შეხედოთ და თავი უფრო მსუბუქად იგრძნოთ თავი. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – ირჩევთ ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტი დაგეგმოთ.

კურო

ამ დღეს იმას მიიღებთ, რასაც იმსახურებთ. სავარაუდოდ, ეს თქვენთვის სასიამოვნო რამ იქნება. ხელსაყრელი დღეა შორიდან ჩამოსულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. ადამიანს, რომელიც ბევრჯერ, უანგაროდ დაგეხმარათ, თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

ტყუპები

სექსუალური აქტივობის მხრივ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, თუმცა ყველაზე მეტად მაღალი სოციალური სტატუსის მქონე, მდიდარი ადამიანები გიზიდავთ. ბევრი ტყუპისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თემები ვალებს და ალიმენტებს უკავშირდება. ნუ ნერვიულობთ. ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება.

კირჩხიბი

მოვლენების მიმდინარეობას ნუ დააჩქარებთ. უბრალოდ, თვალი ადევნეთ და მოლოდინის პოზიცია დაიკავეთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენმა აქტივობამ შეიძლება იმის საპირისპირო შედეგი მოგიტანოთ, რასაც ელით. უსმინეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს, ისინი შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს.

ლომი

ეს დღე ხელსაყრელია სპორტისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. თავად გადაწყვიტეთ რა გირჩევნიათ – ვარჯიში, სახლის დასუფთავება თუ სექსი. ეს უკანასკნელი თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ამ დღეს ინტიმურ ურთიერთობას სიყვარულზე მეტად ჯანმრთელობისთვის სასარგებლო აქტივობას უკავშირებთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის. შესაძლოა, სწორედ ის გაიცნოთ, ვისაც დიდი ხანია ელოდით. თუ უკვე ხანგრძლივი ურთიერთობა გაკავშირებთ, ამ დღეს შეიძლება „მეორე სუნთქვა“ გაგეხსნათ და თავი ისევ თაფლობის თვეში იგრძნოთ.

სასწორი

სახლის დალაგებას დილიდან დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით დაიწყებთ. ცდილობთ დასუფთავების გარდა, დაზიანებული ნივთების შეკეთება და ავეჯის გადაადგილებაც მოასწროთ. სახლიდან გაიტანეთ ყველაფერი, რაც არ გჭირდებათ და მხოლოდ აურას აბინძურებს.

მორიელი

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. სიამოვნების მიღებისკენ მიმართული თქვენი ნებისმიერი გეგმა წარმატებული იქნება. შეგიძლიათ თამამად გაიცნოთ ახალი ადამიანები და რომანტიკულ პაემანზე წახვიდეთ. შეიძლება ეს ადამიანი თქვენი მეორე ნახევარი ვერ გახდეს, მაგრამ ეს ურთიერთობა ბევრ დადებით ემოციას დაგიტოვებთ.

მშვილდოსანი

ამჟაამად თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხებია. შეიძლება რაღაც დიდის და ძვირადღირებულის შესაძენად გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ან პირიქით, ახლობლის მხარდაჭერის წყალობით სასურველი ნივთის შეძენა შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, პატარა ოჯახური წვეულება მოაწყოთ და უახლოესი ადამიანები მიიწვიოთ.

თხის რქა

მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხში მართალი ხართ, ამ დღეს ადამიანებისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევას არ უნდა ეცადოთ. ყველას აქვს უფლება სიტუაციის შესახებ საკუთარი აზრი და ხედვა ჰქონდეს. ამ დღეს გონება ფიქრით ზედმეტად არ უნდა გადატვირთოთ.

მერწყული

თუ საკუთარი აზრების ახლობელი ადამიანებისთვის გამხელას ვერ ბედავთ და ფიქრობთ, რომ მეგობრებს თქვენი არ ესმით, ცდებით. თქვენს მიმართ ყველა დადებითად არის განწყობილი, უბრალოდ მათთან გულწრფელად, პრეტენზიების გარეშე საუბარი უნდა სცადოთ. ხელსაყრელი დღეა პატარა წვეულებისთვის – სუფრაზე რაც უფრო მეტი გემრიელობა იქნება, მით უკეთესი.

თევზები

მეგობრები თითქმის გაიძულებენ, რომ ოთხ კედელში ჩაკეტილმა სიზარმაცე დაძლიოთ და გარეთ გახვიდეთ. დღე შესანიშნავად ჩაივლის თუ დივანიდან ადგომა შეძელით. ცხოვრება მშვენიერია, ამიტომ ძილსა და უსაქმურობაში დრო არ უნდა დაკარგოთ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გოგა მანია ივლისის თვის ფავორიტ ზოდიაქოს ნიშნებს ასახელებს
  • სასამართლომ იოსებ სიგუას მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
  • უკრაინის თავდაცვამ აზოვის ზღვაში 21 რუსულ ტანკერს დაარტყა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge