ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ჩემი აზრით, ქართული ოცნება იქამდე იქნება ხელისუფლებაში, ვიდრე ჩვენში გაოცების განცდა არ გაქრება.
ყველაფერზე წამსვლელი არიან. ეს რეჟიმი არის უდიდესი ბოროტება. ბოროტებას კი არა აქვს ზღვარი ან ფსკერი.
ვერ ვხვდები, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ადამიანს სახლში შეუცვივდნენ ?
ესაა ხელისუფლება, რომელმაც სახლიდან, დედის თვალწინ ლექსო ლაშქარავას ცხედარი შავი პარკით გაიტაცა”