როგორც “მეტრონომისთვის” გახდა ცნობილი, ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე სეზონის ბოლოს ჯვარს დაიწერენ.
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “ნაპოლის” ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა საქართველოში, ამის მიზეზი კი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ჩასატარებელი შეხვედრებია. პირველ ამხანაგურ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი 25 მარტს, მონღოლეთის ნაკრებთან ითამაშებს.
საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს ვინ არის და რას საქმიანობს ხვიჩას რჩეული ულამაზესი ნიცა თავაძე. კვარას საცოლე ნიცა სამედიცინოზე სწავლობს, თითქმის სულ ლექციები აქვს და შესაბამისად, არ აქვს თავისუფალი დრო.ამის მიუხედავად ის ხშირად დადის ხვიჩას თამაშებზე იტალიაში.