Friday, July 4, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ქართველი მეგა ვარსკვლავი, რომელიც ბრიუსელში მოხუცთა თავშესაფარშია – მომღერლის ტრაგიკული ამბავი

March 24, 2023
ქართველი მეგა ვარსკვლავი, რომელიც ბრიუსელში მოხუცთა თავშესაფარშია – მომღერლის ტრაგიკული ამბავი

მომღერალი ინგა ფერაძე სამშობლოსგან შორს, ბრიუსელში ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარშია.

ირაკლი კორძაიამ მასთან ჩასვლა და გადაღებები დაგეგმა, თუმცა მომღერლის შვილის მხრიდან პრობლემებს წააწყდა.

ამის შესახებ კორძაია სოციალურ ქსელში წერს:

“ინგა ფერაძე ბრიუსელის ერთ-ერთ მოხუცთა პანსიონშია. ბევრს არ მივედ-მოვედები, არის ცუდად. მომდევნო კვირაში მასთან შესახვედრად მივემგზავრებოდი – ტელეფონით (შვილის ტელეფონით) შევუთანხმე შეხვედრა და რამდენიმე გადაღება. (ჩემი პირადი სახსრებით, ჩემი პირადი აპარატურით) გახარებული იყო უზომოდ – “ჩემს ქართველებს არ დავვიწყებივარო”.

ასე გრძელდებოდა, ვიდრე მის შვილს უეცრად ფინანსური ინტერესი არ გამოუჩნდა. მოულოდნელად კომუნიკაციის გაგრძელება ადვოკატის მეშვეობით გადაწყვიტა, ყველანაირად ცდილობდა საკუთარი “მნიშვნელობის” ხაზგასმას და ამაღლებას. ადვოკატს ისე ახსენებდა, როგორც “ბუას”. ადვოკატი ადეკვატური გამოდგა – მალევე მიხვდა, რომ საერთოდ არ არის ფულის თემა. როგორც ჩანს, ეს გარემოება ინგას შვილისთვის გამაღიზიენებელი აღმოჩნდა და ამის შემდეგ გადაწყვიტა, თავად განსაზღვროს გადაღებების რაოდენობა/ ბოლოს ისევ ადვოკატზე დაყრდნობით, გამომიცხადა, რომ ერთი გადაღება-დღეც მეყოფოდა. გავარკვიე, ადვოკატმა არაფერი იცოდა.

მოკლედ, ადამიანი (შვილი) პარაზიტირებს იზოლაციაში მყოფი დაუძლურებული დედის სახელით (პანსიონში ინგას საკომუნიკაციო საშუალებები არ აქვს) , მხოლოდ სარგებელზეა ორიენტირებული. გითხრათ გაოგნებული ვარ, ნიშნავს არაფერი გითხრათ.

გადაღებები, ინგასთვის სერიოზული თერაპია იქნებოდა, სიცოცხლეს გაუხანგძლივებდა. ეს ძალიან კარგად იცის ინგას შვილმა. რაც კიდევ უფრო გასანცვიფრებელია – როგორ შეიძლება ამ სიხარულს მოხუც მშობელს (არტისტს) ართმევდე. ასეთი თავგადასავლის შემდეგ, ცხადია, გადაღებები შეუძლებელია.

P.S. ინგასთან დამაკავშირა მაკა რაზმაძემ. თითქმის ერთადერთი ადამიანია თბილისიდან, ვისაც არ დავიწყებია და მუდმივად ინტერესედებოდა მისი მდგომარეობით. მადლობა დახმარებისთვის და ბოდიში, გაუგებრობაში მოხვედრისთვის მაკა. ძალიან, ძალიან მეცოდება ინგა ფერაძე”, – წერს კორძაია.

ქართველი მეგა ვარსკვლავი, რომელიც ბრიუსელში მოხუცთა თავშესაფარშია - მომღერლის ტრაგიკული ამბავი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გარდაიცვალა ცნობილი ექიმი
  • “დედას უნახავს საწოლში გარდაცვლილი”- რა გახდა წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი
  • „გთხოვთ, ნუ გავავრცელებთ ცრუ ინფორმაციას…“ – ლიზა ჩიჩუა მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge