მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
როგორც ირკვევა საქმეზე დაკავებული პირი 39 წლის ემინ ალიევია. ის იმავე სადარბაზოში ცხოვრობდა, სადაც მოკლული.
შეგახსენებთ, რომ მუხიანის მე-4 მიკრო ნაიონში, 42-ე კორპუსში დილის 9 საათზე მეზობლებმა ლიფტში დანით დასახიჩრებული ცხედარი იპოვეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 64 წლის მამაკაცი ჯერ მოკლეს შემდეგ კი, კაბინას ცეცხლის წაუკიდეს.