Tuesday, May 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი “ლეჟანკაზე” უნდა დაწოლილიყო” – რეზი არველაძე წარსულში ძმებთან ერთად გადატანილ გაჭირვებაზე

March 22, 2023
“დიდუბეში პატარა სახლი გვქონდა და მორიგეობით, ერთი ჩვენგანი “ლეჟანკაზე” უნდა დაწოლილიყო” – რეზი არველაძე წარსულში ძმებთან ერთად გადატანილ გაჭირვებაზე

გთავაზობთ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ფეხბურთელისა და ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, რევაზ არველაძის ინტერვიუს.

არველაძე ბევრ ძველ, საინტერესო ისტორიას იხსენებს, რომელიც განვლილი ცხოვრებას სხვადასხვა მოვლენას, მათ შორის ოჯახს, ძმებთან ურთიერთობასა და კარიერას უკავშირდება.

„ჩემი სა­გან­ძუ­რი

– ფეხ­ბურ­თი მა­მა­ჩემ­მა შე­მაყ­ვა­რა. ერთხელ, სა­ღა­მოს დარ­ბაზ­ში წა­მიყ­ვა­ნა, სა­დაც მისი მე­გობ­რე­ბი მინი-ფეხ­ბურთს ძა­ლი­ან მაგ­რად თა­მა­შობ­დნენ. სახ­ლში ხში­რად მო­დი­ოდ­ნენ ზურა ყი­ფი­ა­ნი, მე­რაბ მა­მუ­ლაშ­ვი­ლი, იგი­ვე მა­მუ­ლი­ჩა, ზაზა ბო­კე­რია, მიშა დაფ­ქვი­აშ­ვი­ლი, ლე­ვან ჭა­ჭი­აშ­ვი­ლი, ვა­ლე­რი კო­ბა­ხი­ძე, შო­თი­კა ჭე­იშ­ვი­ლი და სულ ფეხ­ბურთზე ლა­პა­რა­კობ­დნენ. რო­დე­საც ვკი­თხუ­ლობ­დი, მამა სა­დაა-მეთ­ქი, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ – მოს­კოვ­ში თა­სის ფი­ნალ­ზე, “დი­ნა­მოს” მატჩზეა ან მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნატ­ზეო. მოკ­ლედ, ჩვე­ნი ოჯა­ხი ფეხ­ბურ­თით ცხოვ­რობ­და. ეზო­ში ხომ, თა­ვის­თა­ვად, სულ ვთა­მა­შობ­დით.

– დედა ამას რო­გორ იტან­და?

– ვერ იტან­და, მაგ­რამ რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ფეხ­ბურ­თე­ლი გა­მო­ვი­დო­დი თუ ექი­მი? ვარ­ჯი­ში “ავა­ზა­ზე” და­ვი­წყე, გუნდს ვე­რის პარკში ზუ­რაბ მა­ი­სუ­რა­ძე ავარ­ჯი­შებ­და. ძლი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გვყავ­და – ომარ თეთ­რა­ძე, გუ­ბაზ დო­ლი­ძე, როინ კერ­ძე­ვა­ძე, თე­მურ შა­ლამ­ბე­რი­ძე, გია გუ­ლი­აშ­ვი­ლი, ზაზა თურ­მა­ნი­ძე. მერე 35-ე სკო­ლის გუნდში გა­და­ვე­დით და სკო­ლას ვამ­თავ­რებ­დით, 1971 წელს და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი რომ შე­მოგ­ვი­ერ­თდნენ – ვას­კა მა­ი­სუ­რა­ძე, ზაალ ქო­ჩ­ლა­ძე, მიშა ჩუ­ბი­ნი­ძე, მიშა ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, გოჩა ჯა­მა­რა­უ­ლი. მაგ­რამ მერე ერთი წელი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფეხ­ბურთზე არც მივ­ლია, რად­გან ინ­სტი­ტუ­ტში ვა­ბა­რებ­დი და ვმე­ცა­დი­ნე­ობ­დი.

– სწავ­ლას ამ­ხე­ლა დროს უთ­მობ­დი?

– 55-ე სკო­ლა­ში უს­წავ­ლე­ლო­ბა არ გა­მო­დი­ო­და და საკ­მა­ოდ კარ­გად და­ვამ­თავ­რე. მაგ­რამ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი ვი­ყა­ვი, რო­მელ­საც იმის ენერ­გია არ ჰქო­ნია, რომ მე­დალ­ზე ეს­წავ­ლა. ძა­ლი­ან კარ­გი კლა­სი მყავ­და. იქი­დან დამ­რჩა უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გობ­რე­ბი, ბი­ჭე­ბიც, გო­გო­ე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ისე ვი­ცხოვ­რე, რომ ძმო­ბა­ში არა­ვინ და­მი­კარ­გავს, გარ­დაც­ვლილ ბიჭს, ივა­ნიშ­ვილს თუ არ ჩავ­თვლით. მათი თავი ყვე­ლა სა­ფეხ­ბურ­თო რე­გა­ლი­ას, ტი­ტულ­სა და გა­მარ­ჯვე­ბას მირ­ჩევ­ნია. ესა ჩემი სა­გან­ძუ­რი.

– ბევ­რს ჩხუ­ბობ­დით?

– ვერ ვი­ტყვი, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ჩხუ­ბა­რი ვი­ყა­ვი, დიდი წი­თუ­რი თმე­ბი უფრო გა­მო­მარ­ჩევ­და.

– შა­ტა­ლო­ზე ხში­რად და­დი­ო­დით?

– ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი შა­ტა­ლო გი­თხრათ? ჩემ ძმა­კაც­თან, შაკო გარ­და­ფხა­ძეს­თან მი­ვე­დით და პირ­ვე­ლად ვნა­ხე “უჟა­სი” და ნა­ხევ­რად სა­სიყ­ვა­რუ­ლი ფილ­მი. აზ­რზე მოდი, ვი­დეო ვი­ქი­რა­ვეთ! დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი. მა­შინ მო­ბი­ლუ­რე­ბი არ იყო და უბ­ნის ინ­სპექ­ტო­რე­ბი ვერ გვპო­უ­ლობ­დნენ.

– გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­მე­ლი საგ­ნე­ბი მოგ­წონ­და?

– ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლე­ბი. მაგ­რამ ქი­მი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. კვი­რა­ში ერთხელ თუ ვვარ­ჯი­შობ­დი. ბავ­შო­ბი­დან მა­თე­მა­ტი­კა მარ­გად ვი­ცო­დი, რად­გან ბან­ქოს თა­მა­ში გათ­ვლებს გას­წავ­ლის. ჭად­რაკ­ზეც დავ­დი­ო­დი. ქი­მი­ა­ში კი მომ­ზა­დე­ბა დამ­ჭირ­და და მაგ­რად ვის­წავ­ლე. მა­გი­დის ჩოგ­ბურთზე არ შევ­სულ­ვარ, თუმ­ცა კარ­გად ვთა­მა­შობ­დი. ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი თუ გა­მო­მე­კი­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვო­ბი­დან მი­ზე­ზი მო­მი­ძებ­ნოს, “მა­ზი­ა­ნე­ბი” მაქვს მო­გე­ბუ­ლი და გა­და­სა­ხა­დებს ვმა­ლავ­დი.

– ახ­ლაც თა­მა­შობ?

– მხო­ლოდ 18 წლამ­დე. მერე ამის­თვის ვის ეცა­ლა.

“ტყუ­ი­ლია, სულ მდიდ­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ”

– ხი­ლი­ან­ზე ცხოვ­რობ­დი და ვა­კე­ში რა­ტომ სწავ­ლობ­დი?

– ხი­ლი­ან­ზე მერე გა­და­ვე­დით. თა­ვი­დან “პლე­ხა­ნოვ­ზე” პა­ტა­რა ორო­თა­ხი­ა­ნი სახ­ლი გვქონ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა ვერ ვე­ტე­ო­დით. ამი­ტომ, ხში­რად მიწ­ვე­და ვა­კე­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ან დე­და­ჩე­მის მა­მი­დებ­თან ცხოვ­რე­ბა და 1975 წელს 55-ე სკო­ლა­შიც ამი­ტომ შე­მიყ­ვა­ნეს. დე­დის მხრი­დან ბა­ბუა ცნო­ბი­ლი რე­ჟი­სო­რის, სიკო დო­ლი­ძის ძმა ბო­რი­სი იყო.

– და ორ ოთახ­ში ცხოვ­რობ­დით?!

– დიახ, ასე იყო. “პლე­ხა­ნოვ­ზე” მარ­ტო ჩვენ კი არ ვი­ყა­ვით – მა­მა­ჩე­მის მშობ­ლე­ბი და მა­მი­და­ჩე­მის ოჯა­ხი ერ­თად ვცხოვ­რობ­დით. მა­გა­რი ამ­ბა­ვი გა­მახ­სენ­და: ერთი ხა­ნო­ბა, დი­დუ­ბე­ში გა­და­ვე­დით. ამ დროს, უკვე “დი­ნა­მო­შიც” ვთა­მა­შობ­დი, 140 მა­ნე­თი ხელ­ფა­სი და­მი­ნიშ­ნეს. პირ­ველ კურ­სზეც ვი­ყა­ვი, სტი­პენ­დი­ა­საც ვი­ღებ­დი და ჯი­ბის ფუ­ლიც მქონ­და. დე­და­ჩემ­ზე მეტი ხელ­ფა­სიც მქონ­და და მა­მა­ჩემ­ზეც. დი­დუ­ბე­შიც პა­ტა­რა სახ­ლი გვქონ­და და მო­რი­გე­ო­ბით, ერთი ჩვენ­გა­ნი “ლეჟან­კა­ზე” უნდა და­წო­ლი­ლი­ყო. ერთი, ტყუ­პებს კი­თხე, სა­წო­ლის გაც­ვლა­ში რამ­დე­ნი “თუ­მა­ნი” აქვთ აღე­ბუ­ლი? მა­ტყა­ვებ­დნენ.

– რომელი უფრო “იმაზებოდა”?

– ორივე! ეს ხუმრობით, თორემ ჩვენ არაფერს ვყოფთ. კარგი ძმები რომ მყავს, ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება, რომლის ფასიც ვერც ერთი საფეხბურთო ტიტული ვერ იქნება.

– არადა, ყველას ჰგონია, რომ თქვენს ოჯახს სიმდიდრე ოდითგანვე მოსდგამდა.

– ტირილს არ დავიწყებ. მაგრამ ყველამ იცის, მამაჩემი და დედაჩემი ვინ არიან. საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, შესაძლოა, ჩვენ პრობლემებიც გვქონოდა. 20 წლის განმავლობაში, დედაჩემი სასწრაფოში მუშაობდა და სამ დღეში ერთხელ ღამეს ათენებდა. მდიდრები რომ ვყოფილიყავით, ასე იქნებოდა?

მაგრამ ესეც არველაძეებზე აგორებული ერთ-ერთი ჭორია. ესაა ბოღმა, შური, მამაძაღლობა. ამას ბავშვობაში ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან რაღაც ეტაპამდე ვერ ვხვდებოდი, რა იყო ღვარძლი და შური. მერე, ვიყავით “დინამოში”, ნაკრებში, უცხოეთში, მეტი წარმატება მოვიდა და შესაძლოა, ძმები ვიღაცას არ მოსწონდა.

არველაძეებმა დაგვღუპესო?!

– არ გაგიგიათ, ქართული ფეხბურთი, თურმე, არველაძეებმა რომ დავღუპეთ?

– როგორ არ გამიგია. ბევრი გულშემატკივარი ამაშიც დარწმუნებულიცაა და თქვენს წინააღმდეგ დიდი აგრესიაც დაგროვდა.

– ეს ტექსტიც ამ ღვარძლიანი სერიალიდანაა. უფროსები მეუბნებოდნენ, რომ ყურადღებით უნდა იყოო. მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ეს წარმატების თანმდევი მომენტია. არასოდეს მქონია ილუზია, რომ არველაძეების წარმატება ყველას უხაროდა. მაგრამ თუ ქვეყნის დაქცევაა სუპერთასის და 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საქართველოში ჩამოტანა, ელიტ რაუნდების მასპინძლობაზე, შოთას და აჩიკოს გოლებსა და უცხოეთში ქართველების გაყვანაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მაშინ, არველაძეებს ქართული ფეხბურთი მართლა დაგვიღუპია.

– ახლა გულშემატკივრები იმ ლეგიონერებზე ბრაზობენ, ნაკრებში ჩამოსვლა რომ არ სურთ. ძმებ არველაძეებს კი გაბრალებდნენ, სამივეს ძირითად შემადგენლობაში თამაში სურდათო.

– აბა, როგორ?! იმ ფეხბურთელს რა ვუთხარი, ძირითადში თამაში რომ არ უნდა და სკამის ხეხვას კმაყოფილდება. თქვენ გგონიათ, არ მესმოდა, ჩემზე მაგარი ფეხბურთელები რომ იყვნენ? მაგრამ თამაშის ჟინი მქონდა და ეს ცუდია??

ვერავინ დამისახელებს ადამიანს, რომელსაც გულით არ მოვუსმინე, ვინც იტყვის, რომ ხელი შევუშალე და ა.შ. მაგრამ უმადურობასაც შეჩვეული ვარ. წერონ და იკითხონ. ამაზე ნერვები არ მეშლება. კონცენტრირებული ვარ, რაც შეიძლება მეტი სასიკეთო საქმე რომ გავაკეთო და ვერასოდეს მივიღებ პრეტენზიას იმ ხალხისგან, რომლებიც ფეხბურთის და, ალბათ, ცხოვრების აზრზეც არ არიან.

– სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდი სხვადასხვა პრეზიდენტებთან მუშაობას? ყველას შენ ჭკუაზე ატარებდი?

– არავის ჩემს ჭკუაზე არ ვატარებ. ბევრმა რომ იაროს, ბარე, უკეთესი კი იქნება, მაგრამ ასე სადაა (იცინის)? სხვათა შორის, მერაბ ჟორდანიასთან სულ ორი თვე ვიმუშავე და მერე დაიჭირეს. მისი ციხიდან გამოყვანა ჩემთვის იყო პირველი ამოცანა და არა ნაკრების გოლები, ჟირესისთვის თუ ახალგაზრდულისთვის თამაშების დაგეგმვა. საერთოდ, ფედერაციის პრეზიდენტის დაჭერა ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ფეხბურთი ქვეყნის იმიჯთან ასოცირდება.

– თავიდან, თითქოს, ურთიერთობა ნოდარ ახალკაცთან ვერ აგეწყო.

– იოლი ნამდვილად არ იყო. მაგრამ გავიდა დრო და ადამიანური ურთიერთობა და საქმის კეთება შევძელით.

– თავიდან კარგად განწყობილი სიჭინავაც არ იყო.

– მოვიდა კაცი და დამნიშნა. ჩემთვის კი მიუღებელია, ადამიანთან რომ მუშაობ და მერე მას უკირკიტებ. დაგისახელებთ გენერალურ მდივნებს, 25 წელი რომ უმუშავიათ. მომხსნან, მერე, რა შეიცვლება? არჩეული ვარ თუ ვინმეს ადგილს ვიკავებ? ჩვენთან ადამიანის შეფასების კრიტერიუმია, ვისკენაა ის და არა ის, რა განათლება, ინტელექტი აქვს და რა გაუკეთებია.

– “კიოლნში” თამაში იდეალურად დაიწყე, პირველივე შეხვედრაში გაიტანე. ბუნდესლიგაში კარიერა რატომ ვერ აგეწყო?

– “კიოლნი” ვიღას ახსოვს. ამ დღის შემდეგ შემეძლო, საქართველოში კიდევ 10 წელი არ ჩამოვსულიყავი, ევროპაში მეცხოვრა და მეთამაშა. ეს ჩემი ჩემი პროფესიონალური შეცდომა იყო. მაგრამ “დინამოში” დავბრუნდი და სხვაგვარად მოქცევა არც შემეძლო. მერე კი ბუცები ჩამოვკიდე, გერმანიაში წავედი, ვისწავლე და სამწვრთნელო ლიცენზია ავიღე. მაშინ გუნდისთვის ფორმები ტყუპებმა იყიდეს, ფული მოვიტანეთ და მწვრთნელის რანგში, ზედიზედ 11 მატჩი მოვიგე. ესეც ხომ არავის ახსოვს? მე რომ უნდა შევმჯდარიყავი, იმ ევროპულ მატარებელს სხვა შეახტა, მე კი დამაგვიანდა“ .

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვანსს საგანგებო წერილით მიმართავს
  • ღრუბლიანობა, წვიმა, ქარი – როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?
  • რა ეღირება დოლარი და ევრო დღეს – ვალუტის კურსი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge