“აიისა • aiisacondoms”-ს დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილისგან მის მიმართ განხორციელებულ სექსუალურ შევიწროებაზე პოსტს აქვეყნებს:
“მოდი მეც დავწერ შალვა რამიშვილზე. Mako Jabua-ს სამაგალითო პოსტიდან გავიგე რომ მსგავსი შემთხვევა ასობითაა თუ ათასობით არა. შალვა რამიშვილის ოღრაშობაზე ჯერ კიდევ 2000-იან წლებში, ბავშვობაში მსმენოდა რადგან ძველად ყველაფერს თავისი და სწორი სახელი ჯერ კიდევ ვერ/არ ერქვა. შალვა რამიშვილთან პირველად შეხება 15 წლის რომ ვიყავი მაშინ მქონდა. მგონი ახალი გამოსული იყო ციხიდან და თუ სწორად მახსოვს “მაესტროსთვის” აპირებდა თოჯინების შოუს (muppet show) გაკეთებას სადაც პერსონაჟები მიშა, ვანო “ხერხემალა” მერაბიშვილი და სხვები უნდა ყოფილიყვნენ. ეგ პროექტი ჩაიშალა, მგონი ანტი-სახელმწიფოებრივობის ან იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ გაუმყარებელი პოზიციების გამო. მოკლედ ვაკანსია გამოაცხადა და მეც მივედი, ჩემი რიგით მეორე სამსახური უნდა ყოფილიყო, ბავშვი ვიყავი. რაიმე შევიწროვებას ინტერვიუს დროს ადგილი არ ჰქონია, არც მერე როცა ცოტა ხანი ოფისშიც დავდიოდი, თუმცა, მთავარია, პოლიტიკური ღირებულების თვალაზრისით გავლენა იქონია და სამუდამოდ მიმახვედრა, თუ როგორი მოქალაქე/ადამიანი არ უნდა ვყოფილიყავი.
გამოხდა ხანი, “პოს ტვ” შალვას დირექტივების გარეშეც აკეთებდა ჩემზე ან ჩემს საქმიანობაზე სიუჟეტებს. ეს ჯერ კიდევ ის დროა, სანამ 20 ივნისის აქციებზე სიტყვით გამოსვლის გამო იმედზე და ზოგადად, სამთავრობო მედიაში დავიბლოკებოდი. ერთ მშვენიერ დღეს მივიღე მეგობრობის თხოვნა და მესიჯი დაახლოებითი შინაარსით, – შენზე მასალის მომზადება გვინდა და როგორი ფორმატი სჯობს, სალაღობო თუ ანალიტიკურიო. ჩემი პასუხი გამომწვევი იყო და ვუთხარი რომ რეიტინგულობა ნებისმიერ ფორმატში პრიორიტეტულია. დიალოგი იყო სრულიად ზრდობიანი და კონსტრუქციული და დათქმულ დღეს ჩემს ტელეფონზე ზარიც შემოვიდა. აღმოჩნდა, რომ საკითხის განსახილველად შეხვედრა იყო საჭირო, რაზეც უარი არ მითქვამს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დეკოლტე და მოტკეცილი ქვედაბოლო მეცვა, მაინც უშიშრად წავედი, მჯეროდა ჩემი აზრები საკმარისი იქნებოდა იმ აღქმების გასაქარწყლებლად, რაც შეიძლება მსგავსი ფსიქოტიპის ადამიანს გაუჩნდეს დეკოლტის ან უდეკოლტობის მიუხედავად. შეხვედრა შედგა ოფისის ღია სივრცეში, სხვა ადამიანებიც ტრიალებდნენ შორიახლოს, მაგრამ ეს ფაქტორი შეიძლება დროის სიმცირით და ცხელი ზაფხულით ყოფილიყო განპირობებული. საკითხზე მეტ-ნაკლებად შევთანხმდით, პროდიუსერის ჩართვაღა იყო საჭირო, რომელმაც არასოდეს დამირეკა, მაგრამ დასაშვები სცენარი, რომ იქეთ დამეწყო რეკვა და თხოვნა, ტელევიზორში გამოჩენაზე, რა თქმა უნდა, არ შემდგარა. მაგ დროს უკვე მართლაც BBC წერდა ჩემზე, მაგრამ ეგ ხომ არაფერ შუაშია, ყველაფერი პრინციპები და მორალია:)))
1-2 თვის შემდეგ კვლავ შედგა კომუნიკაცია, ამჯერად უკვე სახლის ტანსაცმლით და უფრო ”შეიარაღებული” წავედი. გული ცუდს მიგრძნობდა და კიბეებიდანვე ხმის ჩამწერი ჩავრთე. ამ დროს სასამართლო უკვე წაგებული იყო თათია სამხარაძესთან, მაგრამ დადასტურდა რომ ეგ ფაქტი შალვა რამიშვილისთვის შემაკავებელი არ ყოფილა. სერიოზული და საქმიანი დიალოგისთვის ვიყავი განწყობილი, მეც დიდი ენერგიის თუ ენერგეტიკის პატრონი ვარ და დიდხანს ვიალაპარაკე(თ), თუმცა ეგეც შეიძლება იყოს და არის კიდეც ძალადობრივი პრაქტიკა, მსხვერპლის დაღლა და შეტევა.
სამწუხაროდ, იმ მომენტისთვის წარსულ წლებში, შალვა რამიშვილის გარეშეც გამოცდილი მქონდა სქესობრივი თუ ფსიქოლოგიური ძალადობის არაერთი მცდელობა სხვადასხვა ადამიანისგან და გამკლავებაშიც მეტ-ნაკლებად ძალიან კარგად ვიყავი გამოწრთობილი. ამასობაში იუთუბზე რუსული თრეშების ყურება შემომეპარა, რა ტიპის ქონთენთისთვისაც მახსოვს გვანცა ბაგრატიონის კანდიდატურა ვურჩიე. პარალელურად დღეს პოსტივიზე დაწინაურებული სახეები ბატონყმობის ფორმატში ეურთიერთებოდნენ და პერიოდულად უთანხმებდნენ რაღაც დეტალებს. მერე დაახლოებით 2 საათის თავზე კაბინეტის კარი დაიხურა და უსიამოვნო შეკითხვების კორიანტელი დადგა, ისეთების როგორიცაა “როგორი ორგაზმი გაქვს” და რაღაც მსგავსები, ეს კონკრეტული დამამახსოვრდა. მეც კაი კერკეტი კაკალი ვიყავი და მკაცრი პასუხების მიუხედავად ძაან სხვათაშორის დავათვალიერებინე ჩემივე “ნუდები” ჩემივე ტელეფონში. ეს ერთმანეთთან ენერგეტიკულად შეუთავსებელი დიალოგი კი მალევე მორჩა, რადგან დიდი კედელი აღმართული დარჩა ჩემი მხრიდან. მისი მხრიდანაც, ცხადია, იყო რაღაც ადამიანური ამ ყველაფერში, რისი მიხედვითაც შეგიძლია დაგრჩეს შთაბეჭდულება. შორიდან ნებისმიერი ადამიანი მითიურია და პირადად, რა თქმა უნდა, ყველა “არაადამიანიც” კი ადამიანია. ამ ყველაფერში ყველაზე მნიშვნელოვანი კი დასკვნა იყო, რომელიც გაკეთდა. ეს იყო ფრაზა – “კაცი ხარ” :))))) რაც საკმაოდ კონტროვერსიულია და მეც დავეთანხმე რომ კი, ჩემში არის რაღაც კაცურიც, ისევე როგორც ყველა ადამიანშია ფემინური და მასკულინური გამოძახილები.
რომ გამოვედი საკმაოდ ცუდად ვიყავი, მეგონა თავი სათანადოდ ვერ გავართვი სიტუაციის მართვას, რაც ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ფსიქოლოგიური ძალადობისგან მიღებული სტრესის ბრალია. ჩემი წარსული გამოცდილებებიდან და ფსიქოტიპიდან გამომდინარე, თვითგვემას ვერ დავიწყებდი, როგორც კი ტელეფონი შევამოწმე, აღმოჩნდა აქცია იყო დაანონსებული, იმ წუთისთვის დავივიწყე ყველაფერი და ჩემი 180 გრადუსით განსხვავებული პოლიტიკური მრწამსის აღსასრულებლად პარლამენტთან წავედი.
თვეები ვერ ვრთავდი იმ ხმის ჩანაწერს რომელიც მთელი ამ შეხვედრის დროს იწერებოდა, არ მქონდა მაგის მზაობა. მერე ზამთარში ვიღაც ლამაზი, ძალიან ფემინური ბიჭი მომწონდა და ერთ მშვენიერ საღამოს როცა გამომიარა და ჩვენ შორის პირველი კოცნა ან უნდა შემდგარიყო ან არა, არ ვიცოდი თვითონაც მოვწონდი თუ არა, ამ მომენტში ვკითხე, ვარ თუ არა კაცი/კაცური რადგან მთელი განვლილი თვეები ამაზე მეფიქრებოდა და ფსიქოლოგიურ კომპლექსად მიყალიბდებოდა :)))) იმან მიპასუხა, არაო, მაგრამ კოცნა არასროდს შემდგარა, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. სამაგიროდ სამუდამოდ დავძლიე ხელოვნურად დაკისრებული “კაცობის” კომპლექსი, რაც ჩემი სუსტი წერტილი ცოტათი მანამდეც შეიძლება იყო, მაგრამ მანამდე არ მაწუხებდა. უფრო მოგვიანებით ის ჩანაწერიც ჩავრთე და აღმოჩნდა რომ ძალიანაც კარგად გავმკლავებივარ სიტუაციას. წარმომიდგენია, სხვა ადამიანების შემთხვევაში რამდენად რთული შეიძლება იყოს მიღებული ტრავმების დაძლევა, რაზეც ჩემი რჩევა წინასწარ გაძლიერებასთან ერთად ახლა უკვე ამ გადმოსახედიდან და ბევრი გამოცდილების გამო, გაძლიერებული სიფრთხილეცაა.
რაც მოძლაადეებს შეეხებათ, მე და შალვა რამიშვილი ბოლო წლებში ერთხელ გადავიკვეთეთ შემთხვევით და მიუხედავად იმისა რომ “ცუდად” ერთმანეთს არ დავშორებივართ, ცოცხლად დანახვისას საშინელი, საზიზღარი ემოცია დამეუფლა. რამდენიმე წინადადება ვთქვით და ამ ზიზღმაც შედარებით გადამიარა, თუმცა მსგავსი რეაქცია სხვა დროს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ მქონია და ვიცი იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანმა ძალიან დამიშავა.
რაც არ უნდა უცნაური იყოს, არც “პოსტივის”, არც “ალტ ინფოს” ან სხვა პროპაგანდისტების ნარატივით ტვინს არ ვიტენი და თვალ-ყურსაც არ ვადევნებ, რადგან ყველა ფლანგზე ისედაც ცხადია, თუ ვინ ვინაა. თანდართული გამოსახულება შესანიშნავი ნამუშევარი მგონია, რაც თვითონაც არ გაუკვირდებოდა რამიშვილ შალვას, რომელიც დღმდე მეგობრებში მყავს და აგერ დავთაგავ, Shalva Ramishvili მაინც მიუტანენ ტროლ-ბოტები ამბავს და რა პრობლემაა, საჯაროდ ნებისმიერი რაღაცის გაცხადებას პასუხისმგებლობასთან ერთად პირში თქმის უნარიც სჭირდება. საერთოდ კი ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს ფბ-დან ვინმეს წაშლას ან მსგავს ზერელე აქტებს, რაც ჩემი აზრით ხელს უწყობს ფსევდო “დაქენსელებას” და ხელს უწყობს სამართლებრივი ისრების გაქრობას. მსგავსი ფსიქოტიპები და პერსონები კი, მათ შორის ცნობილები და პირადი გარემოცვის წარმომადგენლები უპირობოდ იმსახურებენ საპირწონე სასჯელს თავისი ძალადობრივი ქმედებების გამო ქალ(ებ)ის მიმართ. ნულოვანი ტოლერანტობა ძალადობას, ყველანი ციხეში! ციხეში!! ციხეში!!! :)))
დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს და დროის თვალსაზრისითაც, დილიდან ძლივს მოვიცალე ამ პოსტის დასაწერად. გრძელი პოსტია, გმადლობთ ყურადღებისთვის” – წერს ანანია გაჩეჩილაძე.