Sunday, May 11, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები – “თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი”

March 21, 2023
როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები – “თავდაპირველად მინდოდა,  კარდიოქირურგი გავმხდარიყავი”

არ­ვე­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის თით­ქმის ყვე­ლა წევ­რი წლე­ბია პო­პუ­ლა­რუ­ლია. ეს ის იშ­ვი­ა­თი ოჯა­ხია, სა­დაც სა­მი­ვე დედ­მა­მიშ­ვი­ლი თა­ნაბ­რად პო­პუ­ლა­რუ­ლია სამ­შობ­ლო­ში. სა­ზო­გა­დო­ე­ბა იც­ნობს მათ მე­უღ­ლე­ებს, თუმ­ცა შვი­ლებს – ნაკ­ლე­ბად, თუ არ ჩავ­თვლით რე­ზის ვაჟს ვატო არ­ვე­ლა­ძეს, რო­მელ­მაც მა­მი­სა და ბი­ძე­ბის გზა აირ­ჩია.

ამ­ჯე­რად აჩი არ­ვე­ლა­ძის უფ­როს შვილ­ზე რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე­ზე მო­გიყ­ვე­ბით, რო­მე­ლიც წლე­ბია ამე­რი­კა­ში, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს და კი­ნო­გა­და­ღე­ბე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. აჩის მე­უღ­ლე თინი კო­ბა­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით ექი­მია, თუმ­ცა წლე­ბის მან­ძილ­ზე მე­უღ­ლის გვერ­დით გა­ა­ტა­რა და მისი პი­რა­დი ექი­მი იყო. აჩი არ­ვე­ლა­ძეს არა­ერ­თი სპორ­ტუ­ლი ტრამ­ვა აქვს მი­ღე­ბუ­ლი.

წყვილს სამი შვი­ლი ჰყავს. აჩი რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გორ­გი­ლა­ძის გა­და­ცე­მა­ში ამ­ბობ­და:

“ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ამე­რი­კა­ში სწავ­ლობს, ექ­ვსი წლის წინ წა­ვი­და, დე­ნი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კი­ნოპ­რო­დი­უ­სინგს ამ­თავ­რებს, ლოს – ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს. ქა­ლიშ­ვი­ლი მად­რიდ­შია და პა­ტა­რა, ლიზა თბი­ლის­შია. მას უნდა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში, მაგ­რამ მე ვცდი­ლობ, რომ არ ითა­მა­შოს”.

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"

რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძის კა­რი­ე­რა ამე­რი­კა­ში სა­ინ­ტე­რე­სოდ ვი­თარ­დე­ბა. მის ან­გა­რიშ­ზე უკვე ოთხი ფილ­მია. მას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ებს წე­რენ უცხო­უ­რი ონ­ლა­ინ ჟურ­ნა­ლე­ბი.

Movie Marker Magazin-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი სა­კუ­თარ თავ­ზე გვიყ­ვე­ბა:

– მე ვარ რე­ვაზ-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე, და­ვი­ბა­დე თურ­ქეთ­ში, ტრა­პი­ზონ­ში. 4 წლამ­დე ნი­დერ­ლან­დებ­ში, შემ­დეგ კი გერ­მა­ნი­ა­ში გა­ვი­ზარ­დე, შემ­დეგ სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ვა­ბა­რე დე­და­ქა­ლაქ­ში, გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში.

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"
დებ­თან ერ­თად

2015 წელს გა­და­ვე­დი გრან­ვილ­ში, ოჰა­იო დე­ნი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სას­წავ­ლებ­ლად. თა­ვი­დან გა­ნათ­ლე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით უნდა მი­მე­ღო, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი კი­ნო­ზე გა­ვა­კე­თე.

2018 წელს, რე­ზის პირ­ვე­ლი წიგ­ნი გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ქარ­თულ მი­თებ­სა და ლე­გენ­დებ­ზე გვიყ­ვე­ბო­და. წიგ­ნის შე­სა­ვალ­ში წე­რია: ის­ტო­რი­ი­სა და უხ­სო­ვა­რი დრო­ის მან­ძილ­ზე კავ­კა­სი­ის მთებ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქვე­ყა­ნას მრა­ვა­ლი უც­ნა­უ­რო­ბა აწუ­ხებ­და. ეს სა­ში­ნე­ლი მოვ­ლე­ნე­ბი შემ­თხვე­ვი­თია, თუ ისი­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია რა­ი­მე ბო­რო­ტი ძა­ფით? მიჰ­ყე­ვით გმი­რებს და, ისი­ნი აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან მი­თი­უ­რი და სა­ში­ნე­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სე­რი­ა­ში!

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"

2019 წელს ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, გა­და­ვე­დი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, რათა ამეხ­დი­ნა ჩემი ოც­ნე­ბე­ბი. ჩა­ვა­ბა­რე ნიუ-იორ­კის კი­ნო­ა­კა­დე­მი­ა­ში, მა­გის­ტრის ხა­რის­ხი 2021 წლის ბო­ლოს მო­ვი­პო­ვე”.

  • პირ­ვე­ლი ფილ­მი, The Silver Case 2020 წელს გა­და­ი­ღო. 2021 წელს რეზი იღებს კი­დევ ერთ ფილ­მს, „მცო­ცა­ვი ოკუ­პა­ცია…“ 2022 წელს რე­ჟი­სო­რის ან­გა­რიშ­ზე უკვე ორი ფილ­მი გაჩ­ნდა, The Fourth Is of a Devil და Red Hollow, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა.

„ცხოვ­რე­ბის ვი­ზუ­ა­ლუ­რი ას­პექ­ტი ყო­ველ­თვის მხიბ­ლავ­და, რის გა­მოც, ასე მი­ზი­დავს ვი­ზუ­ა­ლუ­რი მე­დი­უ­მი. ბო­ლოს და ბო­ლოს, სწო­რედ ეს არის ფილ­მე­ბი – წარ­მო­ად­გი­ნოს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ვი­ზუ­ა­ლუ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ.

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"
დე­დას­თან ერ­თად ნიუ-იორკში

თი­თო­ე­უ­ლი ჩემი ფილ­მი უნი­კა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ის­ტო­რი­აა. მო­თხრო­ბე­ბის წერა ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა, რის გა­მოც მუდ­მი­ვად ვწერ, რათა გა­ვა­ფარ­თო­ვო ჩემი ჰო­რი­ზონ­ტი და გა­ვი­უმ­ჯო­ბე­სო წე­რის უნა­რი” – ამ­ბობს რეზი უცხო­ურ მე­დი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"

თა­ვი­სუ­ფალ დროს ფოტო და ვი­დეო გა­და­ღე­ბით იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, თუმ­ცა მონ­ტა­ჟით მას შემ­დეგ და­ინ­ტე­რეს­და, რო­დე­საც დე­ნი­სო­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ა­ბა­რა. სწო­რედ მა­შინ მო­უ­წია 10 წუ­თი­ა­ნი ფილ­მის გა­და­ღე­ბა. იდეა კარ­გი იყო, მაგ­რამ გა­მო­უც­დელ­მა სტუ­დენ­ტმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ კარ­გად არ იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. თუმ­ცა მონ­ტა­ჟი იმ­დე­ნად კარ­გად გა­მო­უ­ვი­და, რომ რე­ა­ლუ­რად ეს იქცა მის პირ­ველ კომ­პა­ნი­ო­ნად კი­ნო­ში.

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"
რეზი-გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ოპე­რა­ტორ­თა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე

რეზი მის ბოლო ფილმზე Red Hollow ამ­ბობს:

“არის სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც გან­მე­ო­რე­ბა­დი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დგას. მე არა­მარ­ტო ვა­კე­თებ­დი ამ პრო­ექტს, არა­მედ ვა­მონ­ტა­ჟებ­დი კი­დეც მას. გა­და­ღე­ბე­ბი ლოს ან­ჯე­ლეს­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ბი­უ­ჯე­ტი და­ბა­ლი იყო, ამი­ტომ მო­მი­წია რომ ჩემი ბინა და ეზო უკ­რა­ი­ნის ომის ზო­ნად გა­და­მექ­ცია. ცოტა სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვია ის, რომ მე მთა­ვარ ურჩხულს ვთა­მა­შობ­დი და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფილმში ჩემი სახე არ ჩანს, რად­გან შე­სა­ნიშ­ნა­ვი მონ­ტა­ჟი გა­ვა­კე­თე…

როგორ ცხოვრობს აჩი არველაძის ვაჟი ამერიკაში: ცნობილი ოჯახის უცნობი შვილის წარმატებული კარიერა და ფილმები - "თავდაპირველად მინდოდა, კარდიოქირურგი გავმხდარიყავი"

არ­ვე­ლა­ძის გა­და­ღე­ბულ­მა ფილ­მა უკ­რა­ი­ნელ ჯა­რის­კაც­ზე Independent Short Film Awards-ზე ერთი ოქ­როს და ერ­თიც ვერ­ცხლის ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. ასე­ვე გა­ი­მარ­ჯვა Indie X Film Fest-ზე.

– რომ არა რე­ჟი­სო­რო­ბა და მო­ტა­ჟი, რას გა­ა­კე­თებ­დით ცხოვ­რე­ბა­ში?

– ჩემი თავ­და­პირ­ვე­ლი სურ­ვი­ლი იყო გავმხდა­რი­ყა­ვი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი…

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ტემპერატურა ყველაგან დაიკლებს” – მეტეოროლოგის პროგნოზი
  • “ეს სახიფათოა, არ გააკაროთ ბავშვებს!” – ექიმი მშობლებს აფრთხილებს
  • რა ქონება ფლობს და როგორია რომის ახალი პაპის ხელფასი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge