Sunday, July 6, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო” – როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

March 21, 2023
“ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო” – როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, თურ­ქეთ­ში და­მან­გრე­ვე­ლი მი­წისძვრა მოხ­და. იმ დღე­ებ­ში უამ­რა­ვი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი გა­ერ­თი­ან­და და და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად არა­ერ­თი მა­რა­თო­ნი მო­ა­წყვეს. ერთ-ერთ ასეთ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე, რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეთერ­ში გა­დი­ო­და, წამ­ყვან­მა თქვა, რომ და­რე­კა მსა­ხი­ობ­მა ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰან­მა და 900 ათა­სი ლირა (121 ათა­სი ლარი) გა­ი­ღო.

მას შემ­დეგ ცნო­ბი­ლი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში კი­დევ უფრო გა­ი­ზარ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში იბ­რა­ჰი­მი მა­ნამ­დეც ცნო­ბი­ლი იყო. ქარ­თვე­ლებ­მა მას სე­რი­ალ­ში “სხვი­სი შვი­ლი” შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის გამო “გა­უ­ცი­ნა­რი კაცი” შე­არ­ქვეს, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც სე­რი­ა­ლი მთა­ვარ­მა გმირ­მა ქალ­მა და­ტო­ვა და მის ნაც­ვლად ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი ნანა სტამ­ბო­ლიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, კაცი, რო­მე­ლიც არ იცი­ნო­და, ახლა ხში­რად იღი­მის, სე­რი­ა­ლის ფა­ნე­ბი ხუმ­რო­ბენ, რომ “თურ­ქი მსა­ხი­ო­ბის გა­ღი­მე­ბა, მხო­ლოდ ქარ­თველ­მა ქალ­მა შეძ­ლო.”

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

  • ცოტა რამ ჰა­ლილ იბ­რა­ჰიმ ჯე­ი­ჰან­ზე

მსა­ხი­ო­ბი სტამ­ბოლ­ში 4-შვი­ლი­ან ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და. მამა ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ობ­და, თა­ვად კი პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მსა­ხი­ო­ბო­ბამ­დე არა­ერთ სფე­რო­ში სცა­და ბედი. იყო მო­დე­ლი, მომ­ღე­რა­ლი, ფო­ტო­მო­დე­ლი, კომ­პო­ზი­ტო­რი. მუ­სი­კას ახ­ლაც წერს და გულ­შე­მატ­კი­ვარს თა­ვის შე­მოქ­მე­დე­ბას “ინ­სტაგ­რა­მის” სა­შუ­ა­ლე­ბით უზი­ა­რებს ხოლ­მე…

პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ “სხვის შვილ­ში“ ია­მან ქი­რიმ­ლის როლ­მა მო­უ­ტა­ნა. 35 წლის მსა­ხი­ო­ბი და­სა­ო­ჯა­ხე­ბე­ლია. ამ­ბო­ბენ, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ე­რო­ბა ჰქონ­და სე­რი­ა­ლის მთა­ვარ გმირ სილა თურ­ქოღ­ლუს­თან, თუმ­ცა თა­ვად არა­სო­დეს და­უ­დას­ტუ­რე­ბია.

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

  • იბ­რა­ჰი­მი ცხოვ­რე­ბა­ზე და საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც უყ­ვარს

– ცხოვ­რე­ბა კარ­გად მი­დის. მე ვა­კე­თებ საქ­მეს, რო­მე­ლიც მიყ­ვარს. ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე იმის­თვის, რომ მოვ­სუ­ლი­ყა­ვი აქამ­დე, სა­დაც დღეს ვარ. სა­ბო­ლო­ოდ, მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ რა­საც ვიხ­დით, იმას ვი­ღებთ. ჩემი ბავ­შვო­ბა ყო­ველ­თვის ხე­ლოვ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, მა­შინ რო­დე­საც სხვე­ბი გა­რეთ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­დნენ, მე სიმ­ღე­რებს ვუს­მენ­დი, ტექ­სტებს ვწერ­დი და თურ­ქულ ფილ­მებ­ში ნა­ნახ გმი­რებს ვბა­ძავ­დი. მალე მივ­ხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქ­მე და ასე და­ი­წყო ჩემი, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის თავ­გა­და­სა­ვა­ლი.

ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ლა­მა­ზი ხმა მაქვს. შო­უ­ბიზ­ნეს­ში მოვ­ხვდი, რო­გორც სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი. არ მქო­ნია მი­ზა­ნი, რომ მომ­ღე­რა­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. რომ არა მსა­ხი­ო­ბო­ბა, ალ­ბათ ბიზ­ნეს­მე­ნი ვიქ­ნე­ბო­დი.

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

  • ია­მან ქი­რიმ­ლის შე­სა­ხებ

– ია­მან ქი­რიმ­ლის პერ­სო­ნა­ჟი არ ჰგავს თურ­ქეთ­ში გა­და­ღე­ბუ­ლი არ­ცერ­თი სე­რი­ა­ლის გმირს. ის უნი­კა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟია. ძა­ლი­ან მომ­წონს მისი, რო­გორც გმი­რის გან­ვი­თა­რე­ბა, ვფიქ­რობ, რომ მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ­თვის მო­ლო­დინს უმარ­თლებს.

იყო სცე­ნა, რო­დე­საც ია­მა­ნი მა­მის საფ­ლავ­ზე წა­ვი­და. ამ სცე­ნას სა­საფ­ლა­ო­ზე ვი­ღებ­დით. ამ დროს მო­ვი­და სოფ­ლი­დან ერთი ქალ­ბა­ტო­ნი და მე­უბ­ნე­ბა, “შვი­ლო, ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხარ, მინ­და შენ­თან ერ­თად გა­და­ვი­ღო სუ­რა­თი, ჩემს მე­უღ­ლეს ყო­ველ­თვის ვუყ­ვე­ბი შენ­ზე, ისიც ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია ამით. შეგ­ვიძ­ლია სა­მი­ვემ ერ­თად გა­და­ვი­ღოთ სუ­რა­თი?” – რა თქმა უნდა, დე­დი­კო, ჩვე­ნი სცე­ნა დამ­თავ­რდეს, დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­და­ვი­ღებ შენ­თან ერ­თად, სად არის შენი მე­უღ­ლე? – ვე­კი­თხე­ბი და უცებ იქვე, საფ­ლა­ვის ქვა­ზე მა­ნიშ­ნებს…

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

წარ­მო­იდ­გი­ნე, ის ყო­ველ­დღე და­დი­ო­და მე­უღ­ლის საფ­ლავ­ზე და უყ­ვე­ბო­და ჩემ­ზე…

ია­მა­ნი დი­დად არ იყე­ნებს სხე­უ­ლის ენას. რო­გორც გი­თხა­რით, ის თურ­ქეთ­ში არ­ცერთ პერ­სო­ნაჟს არ ჰგავს.

ახლა Emanet და­ახ­ლო­ე­ბით 18 ქვე­ყა­ნა­ში გა­დის. ჩვენ ოკე­ა­ნე­ე­ბის გა­დაღ­მა გვი­ყუ­რე­ბენ. ეს უკვე ჩემ­თვის, რო­გორც მსა­ხი­ო­ბის­თვის, ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბაა.

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

  • რა არის სიყ­ვა­რუ­ლი იბ­რა­ჰი­მის­თვის?

– ეს არის ვნე­ბა. ეს არის სწრაფ­ვა სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც თავს კარ­გად გრძნობ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გრძნო­ბაა. ეს არის ის, რი­თიც ადა­მი­ან­მა უნდა იცხოვ­როს.

წა­რულ­ში რომ დავ­ბრუნ­დე, ჩემს თავს ვე­ტყო­დი, რომ “არ და­ნებ­დე,” რად­გან ბევ­რი კრი­ტი­კა მი­ვი­ღე, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ჰა­ლილ იბ­რა­ჰი­მი გავ­ხდე­ბო­დი.

ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ, რომ სრულ­ყო­ფი­ლი ვიყო ცხოვ­რე­ბა­ში. ყო­ფი­ლა მო­მენ­ტე­ბი, როცა მი­ვუ­ტო­ვე­ბი­ვარ.

ყველ­ზე მე­ტად უსა­მარ­თლო­ბა მა­ღი­ზი­ა­ნებს. ბო­ლოს ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი მშობ­ლე­ბის მხრი­დან არას­რულ­წლო­ვან ბავ­შვზე ძა­ლა­დო­ბა­ზე. რო­დე­საც ვხე­დავ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ცუ­დად ექ­ცე­ვი­ან პა­ტა­რა ბავ­შვებს, იმ მო­მენ­ტში მინ­და და­ვა­კა­ვო და პო­ლი­ცი­ა­ში წა­ვიყ­ვა­ნო, მაგ­რამ საქ­მე ასე არაა, მშობ­ლე­ბი არი­ან.

  • მკაც­რი იმი­ჯი

ზო­გა­დად ვცდი­ლობ, რომ ემო­ცი­ე­ბი ნაკ­ლე­ბად გა­მოვ­ხა­ტო, ცხოვ­რე­ბა­შიც ისე ვარ, რო­გორც სე­რი­ალ­შია ჩემი გმი­რი. რო­დე­საც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ, იშ­ვი­ა­თად, რომ ეს სა­ჯა­როდ ვინ­მემ შე­მამ­ჩნი­ოს. თავს უხერ­ხუ­ლად ვგრნობ, რო­დე­საც ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ, რომ ლა­მა­ზი ვარ. არას­დროს დავ­მდგარ­ვარ სარ­კის წინ და არ მით­ქვამს, “შენ ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ხარ”.

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

ჰა­ლილს თა­ვის ქარ­თველ კო­ლე­გას­თან ნა­ნუ­კა სტამ­ბო­ლიშ­ვილ­თან ახლო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. რო­გორც მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სთო­რე­ბი­დან ჩანს, მსა­ხი­ო­ბებს შო­რის გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და მის მიღ­მა სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­აა. რო­გორც ჩანს, ის ისე­თი პირ­ქუ­შიც არაა, რო­გორც თა­ვი­დან მი­იჩ­ნი­ეს.

"ნანუკამ მისი გაღიმება შეძლო" - როგორია კამერებს მიღმა, როგორ ცხოვრობს და რას ამხელს პირად ცხოვრებაზე ქართველი მაყურებლის ფავორიტი თურქი მსახიობი

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge