Wednesday, September 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

თავდაცვის სამინისტრო ბადრი ესებუას შესახებ დოკუმენტებს აქვეყნებს

October 28, 2020
თავდაცვის სამინისტრო ბადრი ესებუას შესახებ დოკუმენტებს აქვეყნებს

თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, შსს–ს მიერ „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდამსხმელად დასახელებული პირი – ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის.

უწყების მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, თავდაცვის ძალების პირველი კლასის რიგითი ბადრი ესებუა 2019 წელს დაითხოვეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ მოლოდინაშვილი აცხადებს, რომ “საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე”, ოფიციალურ დოკუმენტს ავრცელებენ.

თავდაცვის სამინისტრო ბადრი ესებუას შესახებ დოკუმენტებს აქვეყნებს

„ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ტელევიზიის „მთავარი არხის“ მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს, ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, აღნიშნული ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულვებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, – აცხადებს მოლოდინაშვილი.

ცნობისთვის: „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში ბოროტმოქმედი 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შს სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით. ერთი კვირაა, ბოროტმოქმედი ნახევარ მილიონ დოლართან ერთადაა გაუჩინარებული.

იხილეთ ასევე: რა ვიცით „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის შესახებ

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ეს ადამიანი ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა” – ვისზე საუბრობს კახა კალაძე
  • პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო შენახვისა და გავრცელების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს – საქართველოს პროკურატურა
  • შინაგან საქმეთა სამინისტროm ნარკოდანაშაულების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge