როგორ შეაჩერო “კვარა”? – პირჯვარი უნდა გადაიწერო – ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ტორინოს” მწვრთნელმა ივან იურიჩმა “ნაპოლისთან” გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“კვარას” ვერ გააჩერებ. შეგიძლია ორი მეურვე მიუჩინო, მაგრამ მაშინ მარიო რუის და სხვა ნახევარმცველებს თავისუფალ სივრცეს დაუტოვებ. კოფი ჯიჯიმ პირველი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა, ახლა კი პრობლემა აქვს და შეიძლება ვერ დაგვეხმაროს. კვარას წინააღმდეგ თამაშისას უბრალოდ პირჯვარი უნდა გადაიწერო და იმედოვნო, რომ მისი დღე არ იქნება”- აღნიშნა მან.