Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ხვიჩას მამამ, ფეხბურთის თამაში მშობლიურ სოფელ ნაკიფუში დაიწყო… ეს ის დროა, როცა სოფელს ერთი ბურთი აქვს” – გიორგი კეკელიძე

March 19, 2023
“ხვიჩას მამამ, ფეხბურთის თამაში მშობლიურ სოფელ ნაკიფუში დაიწყო… ეს ის დროა, როცა სოფელს ერთი ბურთი აქვს” – გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის მამაზე პოსტს აქვეყნებს:

“ბადრი კვარაცხელიამ, ხვიჩას მამამ, ფეხბურთის თამაში მშობლიურ წალენჯიხაში, სოფელ ნაკიფუში დაიწყო. ეს ის დროა, როცა სოფელს ერთ ბურთი აქვს, ეს ბურთი კი, როგორც წესი, უკვე ძალიან მოხუცი და დაღლილია – ფეხს რომ უბიძგებ, ლამის ყავარჯენი ჭირდება. მაგრამ ამას რა უშავს. ეგ კი არა, ზოგჯერ დახვეული ნაჭრითაც უთამაშიათ ფეხბურთი. უთამაშიათ დილიდან საღამამომდე. თუმცა რატომ საღამამომდე? გამოგიციდათ როგორია ღამით, გაუნათებელ მინდორზე თამაში? მაგიურ კარნავალურ რიტუალს ჰგავს. მხოლოდ ორი ოვალი ჩანს – ბურთი და მთვარე. მთვარე უფრო ცხადად, ბურთი კიდევ მთვარის მკრთალი სხივის შესაბამისად. მოწინააღმდეგეებს აჩქარებული სუნთქვით გრძნობ, რომ ახლოა. კარისკენ დამიზნება ალქიმიის ცოდნას მოითხოვს, ფიზიკის კანონებს მიღმაა, უნდა შეულოცო და ისე დააარტყა – გოლი გავიდა თუ აცდა, ეგებ შენ ვერც შეამჩნიო და მაშინ ანგარიში მეტოქის მეკარის პატიოსნებაზე ჰკიდია. ამ დიდი ღამეული შერკინებიდან წამოსულს, მუხლები აუცილებლად გადატყავებული და სისხლიანი გაქვს. ბრუნდებოდნენ სახლში ბადრი და მისი ძმა თამაზი, როგორც ომიდან დაჭრილი მეომრები და დედა ახვედრებდა ღუმელზე შემთბარ წყალს ვარცლში და მტვრიან და სისხლიან ფეხებს ბანდა. არაფერი არაა იმაზე უფრო მშვიდი როგორც ზაფხულის გასუსულ ღამით, სახლის წინ, პატარა, სამფეხა სკამზე ჯდომა, თბილ წყალში ფეხების ჩაყოფა და მთვარის ყურება, მთვარის, რომელიც თავის მხრივ უკვე ცარიელ მოედანს უმზერს და ვერ გაუგია, სად გაქრა რაღაც ოვალური საგანი, ადამიანებისგან ბურთად წოდებული, მას რომ ჰგავდა და არც ჰგავდა – ფორმით სეხნია და მოძრაობით გაუგებარი.
წიგნიდან – ,, ხვიჩა, ვარსკვლავი სახელად ვარსკვლავი.”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge