Monday, July 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცოტა ხნის წინ ცნობილი პოეტი და არაერთი წიგნის ავტორი გარდაიცვალა

March 19, 2023
ცოტა ხნის წინ ცნობილი ადვოკატი გარდაიცვალა

ახლახანს ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და პოეტი მთვარისა კერესელიძე გარდაიცვალა.სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“სამწუხარო ამბავი
———————
გვამცნო ჩვენმა მეგობარმა თამთა ბერიაშვილმა – გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი და პოეტი
მთვარისა კერესელიძე
(1942-2023)
დაიბადა 1942 წლის 20 ივლისს. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს რადიოს ახალგაზრდული გადაცემების განყოფილების რედაქტორად, გაზეთ „სახალხო განათლების” ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ, რედაქტორობდა მეუღლესთან, ცნობილ ქართველ პოეტ ბერდია ბერიაშვილთან, ერთად დაარსებულ გაზეთ „ცისარტყელას“… მისი დაარსებულია გაზეთი „პოეზია”, რომლის მთავარი რედაქტორიც თვითონვე იყო, დამფუძნებელი და პრეზიდენტია შემოქმედ ქალთა ასოციაციისაა „ოცნება”. მთვარისა კერესელიძის პირველი ლექსი 1963 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „საქართველოს ქალში”. გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული. მთვარისა კერესელიძე იყო საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ნიკო ნიკოლაძის პრემიის ლაურეატი, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის გამგეობისა და საქართველოს ქალთა საბჭოს წევრი.
„გარდამეცვალა ჩემი დედიკო, გამოჩენილი პოეტი და ჟურნალისტი, ათობით წიგნის ავტორი და პრემიების ლაურეატი, მთვარისა კერესელიძე. აღარა მყავს ჩემი სალოცავი ხატი, ჩემი მანათობელი ვარსკვლავი“ წერს თამთა ბერიაშვილი ფეისბუქში.
პანაშვიდი 18, 19 და 20 მარტს.
გამოსვენება სამშაბათს, 21 მარტს, 15 სთ-ზე.
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, IV კვარტ., III ბ კორპუსი, ბინა 47.
__________________
ვწუხვართ და ვუსამძიმრებთ მთვარისა კერესელიძის შვილებს, კოლეგებს, მეგობრებს, ახლობლებს, პოეტის პოეზიის თაყვანისმცემლებს.
__________________
მთვარისა კერესელიძე
***
ჩემი ლექსის სათავევ,
ვეღარ ამოგათავე…
იასამნის ტევრო, –
ცოტა სიხარულო და…
სინანულო ბევრო!
ას ვპოვებდი უმეტესს,
გზა და გზა რომ მევლო,
ჩემო გულის სინათლევ,
ჩემო მზევ და მრევლო…
ახალ დედამიწას და…
ახალ ცას ვერ ვპოვებდი,
დავრჩებოდი მიწასთან
ზეციერი პოეტი!
ახალ დედამიწას და,
ახალ ცას ვერ ვნახავდი,
ჩემო ლურჯო რიწავ და, –
ჩემო მთებო, – ნახვამდის!
ჩემო ლექსის სათავევ,
შენ რა ამოგათავებს?!
***
ეს შენთვის მხოლოდ
შვილს თამთას – ჩემს ხატებას
შენ მოგიძღვენი სუყველა ლექსი,
გულის სითბოთი რაც მიწერია,
შენა ხარ ჩემი ჭიკჭიკი მერცხლის,
შენა ხარ ჩემი ვერცხლის ფერია.
ცა გაფრენილი მერცხლის ფერია,
ან წუთისოფლის რადა ვდევ ჭიკჭიკს?
თუკი სიცოცხლე კვლავ მიწერია,
ისევ ამავსებს საწუთრო ხიჭვით.
ო, სულისდგმაო, რარიგად მიჭირს
და თუ ვარსებობ, შენთვის ვარ მხოლოდ.
შენა ხარ ჩემი აზრი და ნიჭი,
ჩემი ცხოვრების თავი და ბოლო.
შენა ხარ ჩემი ვერცხლის ფერია
და ნაყანებზე ჭიკჭიკი მერცხლის.
თუკი ოდესმე რამ მიწერია,
ეს შენ გეკუთვნის სუყველა ლექსი.”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • ცნობილია სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი დააკავეს
  • ავარია ბათუმში – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge