Thursday, May 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“12 წლის მკვდარი ბავშვი გაკიცხეს გარეთ იყოო, ამით ყველაფერია ნათქვამი” – სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

March 17, 2023
“12 წლის მკვდარი ბავშვი გაკიცხეს გარეთ იყოო, ამით ყველაფერია ნათქვამი” – სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ხატია ნამიჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.

“გუშინ საშინელი ტრაგედია დატრიალდა დიდ დიღომში, აქვე ჩემ სახლთან 100 მეტრში 12 წლის გოგონა იპოვეს გარდაცვლილი. არც მე და არც ამ უბანში არავის გვიძინია წუხელ მგონი. ყველა პლატფორმაზე სადაც ეს ამბავი გავრცელდა უამრავი ადამიანი აკომენტარებს რომ “ბავშვს 11 საათიდან რატომ ეძებდნენ”, “რა უნდოდა ამ დროს გარეთ”, “რას დასეირობდა ამ დროს გარეთ”, რომ “მშობლების უპასუხისმგებლობას საზღვარი არ აქვს”, რომ “12 წლის ბავშვი არც დღისით არც ღამით მარტო არ უნდ გაავიდეს სახლიდან” და ა.შ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, დამნაშავე თავად მსხვერპლია. ანუ გარემო რომ ასეთია ეს ნორმაა და ბავშვი გარეთ არანორმალურობა. მაშინ რაღას ვაჩენთ და ვზრდით შვილებს და საერთოდ რა აზრი აქვს სახელმწიფოს ქონას თუ ინდივიდუალურად, როგორც ცხოველებმა უნდა დავიცვათ ჩვენი შვილები ველური გარემოსგან, მტაცებლებისგან და პირველყოფილივით შებინდების მერე ცხვირი არ გავყოთ სახლიდან.

ახლა დასკვნა თქვენ გამოიტანეთ რა საზოგადოება ვართ. აქ სამოქალაქო ომო და პოლარიზაცია კი არა აბსოლუტურად არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ბოროტი ხალხი გამოდგა ქართველი ხალხი, სხვის უბედურებაზე საკუთარი ეგოს დაკმაყოფილების შანსებს რომ არ უშვებს ისეთი. ანუ მის შვილს ტრაგედია რადგან არ დაემართა ის კარგი დედაა და ვისაც ტრაგედია დაემართა ის ცუდი და ასე მარტივად დაიკმაყოფილა ეგო და ფარისევლურად შეშფოთდა ქალბატონი და ბატონი ვიღაც.

ამის მერე ის გაგვიკვირდეს რომ ახალგაზრდა თაობა ეზიზღებათ, 12 წლის მკვდარი ბავშვი გაკიცხეს გარეთ იყოო, ამით ყველაფერია ნათქვამი. ასე იყო ვაკის პარკის ამბავზეც, ბავშვი იქ რატომ იყოო. ასეა ბათუმის ბატუტის ამბავზეც, ისევ ბავშვს და მშობლებს აბრალებენ.

არაფრის ღირსი არაა ერი, საზოგადოება რომელსაც არ აქვს ემპათიის გრძნობა ასეთ მომენტებში, შიმშილით უნდა ამოძვრეს სული ასეთ ხალხს, რად უნდა ამ ბრბოს განვითარება. გეგონება ადამიანურობაშიც ფულს თხოვდეთ ვინმე.

ჯერ ამ ტრაგედიით და მერე ტრაგედიაზე საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის გამოხმაურებით ვარ განადგურებული” – წერს ნამიჭეიშვილი

შეგახსენებთ, რომ გუშინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-სთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს
  • საბანკო სესხებზე ცვლილებაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებს
  • 15 წლის გოგო მაღალსართულიანი კორპუსიდან გადმოვარდა – ტრაგედია ოჩამჩირეში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2026 Mix.Metronome.Ge