186 საჯარო სკოლა საკუთარ მოსწავლეზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გუშინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს.
დაკარგული გოგონას ახლობლები სოციალური ქსელების დახმარებითაც ეძებდნენ.
დიდ დიღომში 12 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
“სსიპ ქალაქ თბილისის N186 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოხატავს ჩვენი სკოლის მოსწავლის გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, თითოეულ მის თანაკლასელსა თუ მეგობარს, პედაგოგებს და მთელ დიდ დიღომს.
აღნიშნული ტრაგედია არ ეკუთვნის მხოლოდ მის ოჯახს, ეს მთელი საზოგადოების ტკივილია”
