“მე მგონია, რომ ნაცნობი იყო ვიღაც, უცნობი რომ ყოფილიყო შეიძლება ცოცხალი ყოფილიყო დღეს” – აცხადებს დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის ბაბუა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ 12 წლის გოგონა, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს. ბოლოს ის პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გამთენიისას კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.
