დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას მობილური ტელეფონი ნაპოვნია.
ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ.
„სკოლაში იყო, ეტყობა, ემზადებოდა მასწავლებელთან უნდა მისულიყო. ეტყობა, რომ არ მივიდა მასწავლებელთან, მშობელს დაურეკა, რატომ არ მოვიდა ბავშვიო. მერე დაუწყეს ბავშვს ძებნა. სადაც იყო ცხედარი, იქვე იყო ის ტელეფონიც…“, – ამბობს ადგილობრივი.
წყარო: პრაიმტაიმი
