Tuesday, June 24, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“სულ დედასთან ერთად დავდიოდი… იყო თოვლი, წვიმა, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო… დედამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა… ცუდი დროც მაქვს ნანახი და ამან დიდი მოტივაცია მომცა..” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე

March 15, 2023
“სულ დედასთან ერთად დავდიოდი… იყო თოვლი, წვიმა, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო… დედამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა… ცუდი დროც მაქვს ნანახი და ამან დიდი მოტივაცია მომცა..” – ხვიჩა კვარაცხელია ბავშვობაზე

ტელეკომპანია “იმედზე” , თოქ-შოუ “ნოესთან” სტუმრად ყოფნისას „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ თავის ბავშვობაზე ისაუბრა.

„სადღაც 4-5 წლის ასაკში მივხვდი, რომ ფეხბურთელობა მინდოდა. ვუყურებდი ამ სპორტს. მახსოვს, ფეხბურთი გუტიმ შემაყვარა, ძალიან მომწონდა. ზოგადად, ყველას უყვარს ფეხბურთელი, რომელიც გოლს იტანს. ეს იყო სპორტსმენი, რომელიც ჭკვიანურად თამაშობდა. პასით და ნელი თამაშით სასწაულ რაღაცებს აკეთებდა. ბევრი მეუბნებოდა ეზოში, რომ ძალიან კარგად ვთამაშობდი. თითქოს ამას დიდ ყურადღებასაც არ ვაქცევდი, ვხედავდი, რომ ჩემნაირი ბევრი კარგი ბავშვი იყო. არ მინდოდა, ვინმეს რაიმე ცუდად ეფიქრა. ვფიქრობდი, რომ მეც ჩვეულებრივი ფეხბურთელი ვიყავი. დიდად მაგ დროს არ ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა დიდი ფეხბურთელი გავმხდარიყავი და მით უმეტეს, ეროვნულ ნაკრებში ვითამაშებდი. 11-12 წლის ასაკში თბილისის “დინამოში” როცა მივედი, იქ მივხვდი, რომ უკვე პროფესიონალურ დონეზე გადავდიოდი და ყველაფერი უნდა გამეკეთებინა, გადამედო და როცა მოვხვდი, იქიდან დაიწყო ყველაფერი. მადლიერი ვარ მათი, რომ დღეს პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, პერსონალის თითოეულ წევრს ამისთვის მადლობას ვუხდი“ , – გაიხსენა კვარაცხელიამ.

მან ასევე ისაუბრა თავის მშობლებზე.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს მშობლებს ჩემს საფეხბურთო კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვით. იყო ცუდი პერიოდიც, ძალიან ცუდი, რომელსაც მე ოჯახთან ერთად გავუმკლავდი. ყველაზე მთავარი, ჩემს თავში რაც მომეწონა, ისაა, რომ ცუდი დროც მაქვს ნანახი და ამან დიდი მოტივაცია მომცა იმისთვის, რომ ჰქონოდა ჩემს ოჯახს ის ყველაფერი, რაც უფრო დიდ ადამიანებს ჰქონდათ. ამან დიდი მოტივაცია მომცა. ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, ცუდ დროსაც ჩემ გვერდით იყვნენ და მინდოდა, რომ მათთან ერთად ბევრისთვის მიმეღწია. თითქმის ყოველთვის ვარჯიშზე დედაჩემს დავყავდი. მაშინ მამაჩემი მწვრთნელი იყო და დრო არ ჰქონდა, მაგრამ მაინც სულ დედასთან ერთად დავდიოდი. იყო თოვლი, წვიმა, სულ დამყვებოდა და ჩემ გვერდით იყო, ზოგადად, დედამ ჩემს კარიერაში დიდი როლი ითამაშა. რა თქმა უნდა, მამამაც, ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო, თითქმის ყველა თამაშის შემდეგ ფეხბურთთან დაკავშირებით ვსაუბრობდით, მიხსნიდა და მასწავლიდა რაღაცებს, მაგრამ არც ერთხელ მას ჩემთვის ვარჯიში არ დაუძალებია. მას უნდოდა, რომ ყველაფერი ისე გამეკეთებინა, როგორც მე მინდოდა. მოკლედ რომ გითხრათ, თავისუფლებას მაძლევდა, არასდროს დაუძალებია, გინდა თუ არა ფეხბურთი ითამაშეო, ყველაფერს საკუთარი სურვილით ვაკეთებდი”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მადლობა ირანს იერიშის შესახებ ადრეული გაფრთხილებისთვის… შესაძლოა, ირანი ახლა გადავიდეს მშვიდობას რეგიონში, იმავეს მოვუწოდებ ისრაელს”- ტრამპი
  • “რა ეშველება შენს შვილს უშენოდ… როგორ გვატკინე გული”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • “ვხედავ, მტკვარში 2-3 მანქანა კიდე გადავარდება, ამიტომ მოგიწოდებთ…”- გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge