მთავარია, მერე არ მოინდომოს პოლიტიკოსობა და დიდ დიღომში სახინკლეს დასჯერდეს, – აღნიშნულის შესახებ პროფესორმა ნოდარ ლადარიამ “ნაპოლი-ს” ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით განაცხადა.
“მთავარია, მერე არ მოინდომოს პოლიტიკოსობა და დიდ დიღომში სახინკლეს დასჯერდეს, – წერს სოციალურ ქსელში ნოდარ ლადარია.
ცნობისთვის მანამდე ლადარიამ კვარაცხელიას შესახებ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა: “მთელი ნეაპოლის მოხუცები ქართველი ქალების ნაპატრონებია, დიდება კი მაინც ვიღაც შარახვეტიას შეხვდა”.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ “ნაპოლი-ლაციოს” მატჩზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და მის ანგარიშზე ეს უკვე მეოთხე გოლია.
აღსანიშნავია, რომ ხვიჩა კვარაცხელიას “კვარადონას” უწოდებენ და იტალიელები სიმღერებს უძღვნიან.