Wednesday, July 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, აღარაფერი დაგვრჩა” – მაკა ჩიჩუა

March 15, 2023
“მთელი ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, აღარაფერი დაგვრჩა” – მაკა ჩიჩუა

“უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი.” – , აღნიშნულის შესახებ ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა აცხადებს და ამბობს, რომ ამ ბოლო დროს მის ოჯახს ძალიან გაუჭირდა.

ჩიჩუამ ამ თემაზე ჟურნალ “თბილისელებთან” 2021 წელს ისაუბრა.

“უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს ალაგს, სადაც მე ვცხოვრობ, ქალაქი კი ჰქვია, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ძალიან დაბეჩავებულია აქაურობა. ამიტომ, მე ძალიან მტკივნეულად არ შემხებია ეს რეგულაცია, თუმცა იმის განცდა, რომ ცოცხალი ხარ, თანდათან ქრება. ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ პანდემიამ ძალიან ამოატივტივა უტვინო და უშედეგო მმართველობის შედეგები.

ადამიანები ხომ ცდილობენ, პატარა დანაზოგი მაინც გააკეთონ, მაგრამ საერთოდ აღარაფერი დაგვრჩა. ისედაც, რა უნდა გადავდოთ – გიორგი ლექციებს კითხულობს და აქედან რა შემოსავალი უნდა გქონდეს?! მე მქონდა სამსახური ტელევიზიაში, მაგრამ დაიხურა ის პროექტი და ორი ბავშვით ვერ ვახერხებ სხვის მოძიებას – ისეთის, რომ მოვირგო. ძიძებში მე იმდენ ფულს ვერ გადავიხდი, რამდენსაც ესენი იხდიან. მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ, მაგრამ ხუთი და ექვსი ძიძა ეხმარებათ. მე ერთი დამხმარე მყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება და ერთ ბავშვს ყურადღებას აქცევს. არ მაქვს იმის საშუალება – ორი და სამი ძიძა დავიქირავო. ჩემი და გიორგის მშობლებიც ხანშიშესულები არიან და ვერ გვეხმარებიან.

ქალაქს ვართ მოწყვეტილები და აქ ამოსვლა და დარჩენაც არაა მარტივი, რადგან ყველას თავის ცხოვრება აქვს. 29 წლის შვილი მყავს და პერიოდულად ამოდის ხოლმე, მაგრამ მასაც თავისი საზრუნავი აქვს. სამსახური რომც ვიშოვო, როგორ უნდა უზრუნველვყო საწვავით?! ბაღებიც არ მუშაობს – მას ასე ადვილად არც ერთ ქვეყანაში არ ხურავენ. მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახს ლუკმაპური აქვს, ჯერჯერობით, მაგრამ არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.

ამ უსამსახურობასა და სიღატაკეში დოლარის კურსმაც აიწია და ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდა. ჩემი შვილებისთვის ფაფას ვყიდულობ, რომლის ფასმაც ოთხჯერ მოიმატა. რამეს რომ ვიყიდი, სულ მგონია, რომ ფული დავკარგე. ძალიან მიკვირს, როგორ ვახერხებთ გადარჩენას, როცა გარშემო ასეთი მდგომარეობაა?!”- აცხადებს მაკა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ორი პრობლემაა – როდესაც სანიაღვრეების ამოვსება ხდება ტოტებით და ნარჩენებით და ზოგადად, სანიაღვრე ქსელების არარსებობა, ან მოძველება” – კახა კალაძე ქუჩების დატბორვის მიზეზებზე
  • რას ამბობს კახა კალაძე მარიჯანის ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, სადაც ძლიერი წვიმის შემდეგ მიწა ჩამოიშალა
  • მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge