ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. არსებული ინფორმაციით, მათ მძევლები აიყვანეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ბოროტმოქმედი შეიარაღებულია ავტომატითა და ხელყუმბარით. ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული.