“სირცხვილიას“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობასთან ცეცხლი დაანთეს.
“დაჩოქილები დადგნენ წრეზე, შუაში ცეცხლი დაანთეს, ხატები უკუღმა დაიჭირეს და მასონებს ჩვენ გვეძახიან”, – წერს მაქარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმართეს.