10 წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, ბათუმის ბულვარში დაშავდა, კლინიკაში გარდაიცვალა.
კიდევ ერთი დაშავებული ბავშვი დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ.
დაშავებული მცირეწლოვანი ბავშვები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მოზარდს ემოცირუად ემშვიდობებიან:
“მომავალი ჩემპიონის საბედისწერო უკანასკნელი დღე😪..
უკრაინის ომმა დაბომბა და გაანადგურა ხერსონი,!!!.მიხედავად ყველაფრისა ბათუმში დაბრუნებულს მშვიდი ცხოვრება ქონდათ…
გაუმართაობის გამო ბატუტს ემსხვერპლა ჩვენი ანგელოზი დავიდი..
პატარა 3 წლის დანიელი სიკვდილს ებრძვის😪😪
უფალო დაუმკვიდრე ამ პატარა ანგელიზს ცათა სასუფევრლი..
უფალო პატარა დანიელს მიეცი ძალა გადარჩენისთვის😪🙏🏻🙏🏻🙏🏻
