Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ამ სქემის წაკითხვის შემდეგ კიდევ გეცინებათ?” – ყურაშვილი

March 14, 2023
“ამ სქემის წაკითხვის შემდეგ კიდევ გეცინებათ?” – ყურაშვილი

ლევან ყურაშვილი:

“მთელი იმ პროპაგანდისტული ბოდვებიდან, რაც ნიუსფიდში შემხვდა, ეს ერთადერთია, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ ღარიბაშვილი არ იტყუება.

რა თქმა უნდა, ღარიბაშვილს არავინ აღმოუჩენია.
აღმოაჩინა სუს-მა.
პარლამენტთან დაყენებული აურაცხელი კამერით, რომლებზეც სახის ამომცნობი სისტემა აყენია.
ვინც კამერებით ვერ აღმოაჩინეს, პირადი მიმოწერებით მიაგნეს ან ხალხში გაბნეულმა სუსის აგენტებმა იპოვნეს.

რა ხდება აღმოჩენის შემდეგ?
სუსი ურეკავს ან ოჯახის ახლობელს არეკინებს აქციაზე “აღმოჩენილი” პირის მშობელთან (შვილთან, ქმართან, ცოლთან, ბიძაშვილთან) და მეგობრულად ურჩევს: დღეს შენი შვილი (ქმარი, ცოლი, მამა) ვნახე “იმათ” აქციაზე და ყურადღება მიაქციე, ხომ ხედავ რა ხდება, რამე შარში არ გაეხვეს.

ურეკავენ არა “ვიღაც ტიპებს”, არამედ ე.წ. თავისიანებს: ბიზნესმენებს, რომლებიც ტენდერებზე სხედან, მერიის, კანცელარიის, სიპების თანამშრომლებს, ქოცი მაღალჩინოსნების ნათესავებს და ა.შ.

სახლში მოსულ პროტესტანტს უკვე ეს ოჯახის წევრი აკაჩავებს: რას დადიხარ მაგ აქციებზე, რამე არ მოგივიდეს, “იმან” დამირეკა, ყურადღება მიაქციეო. შენ გამო პრობლემები უნდა შემექმნას?!

მერე, ეს ოჯახის წევრი “მოსაკითხად” ურეკავს ღარიბაშვილს (მერიის რომელიმე დეპარტამენტის უფროსს, სიპის დირექტორს, მინისტრის მოადგილეს და ა.შ.).
მოკითხვების და მტლაშა-მტლუშის შემდეგ, ვითომ სასხვათაშორისოდ შეეხებიან აქციას, რა თქმა უნდა იქ მყოფ ხალხს გამოლანძღავენ და ეს ოჯახის წევრიც “სასხვათაშორისოდ” იტყვის, რომ მისი შვილიც შეაცდინეს, იქ მივიდა, მაგრამ სახლში მოსულს ეჩხუბა და აუხსნა, რომ ნაცებთან არ უნდა იდგეს და ქვეყნის არევას ხელი არ უნდა შეუწყოს.

იქვე, ბოდიშსაც მოუხდის ყურმილის მეორე მხარეს მყოფ მაღალჩინოსანს.

აი ასე მუშაობს ეს სქემა. ასე აშინებენ თავიანთ გარემოცვას, ვინმემ რამე ზედმეტი რომ არ გაბედოს.

და ამიტომ ამბობს ღარიბაშვილი მანდ სიმართლეს.

8 000 “ჰაჰა” აქვს მაგ პოსტს, მათ შორის უამრავი ჩემი ფრენდის.
ამ სქემის წაკითხვის შემდეგ კიდევ გეცინებათ?”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რუსთავში მანქანა ქალს დაეჯახა
  • ნანუკა ჟორჟოლიანი განცხადებას ავრცელებს
  • ტრაგედია საბერძნეთში – ქალს 6 წლის შვილი იმ სახლის აუზში დაეხრჩო, სადაც დამლაგებლად მუშაობდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge