სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სიღნაღის ორი მოწვევის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბახტურიძე გარდაიცვალა.
“სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ სიღნაღის ორი მოწვევის საკრებულოს წევრის ვლადიმერ ბახტურიძის გარდაცვალების გამო, უსამძიმრებენ გარდაცვლილის ოჯახს და მის ახლობლებს”
