ვერძი
დასვენების შემდეგ სამუშაო რეჟიმში დაბრუნება და დილიდან საქმის კეთება გიჭირთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სხვა დროისთვის გადაიტანოთ. ყურადღებით იყავით, რათა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა არ გამოგეპაროთ – ამ დღეს შეიძლება საკმაოდ მოგებიანი ვარიანტი შემოგთავაზონ.
კურო
ამ დღეს რთული ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ. სირთულეების მიუხედავად, პოზიტიურ და სასიხარულო თემებზე უფრო ხშირად უნდა იფიქროთ. უსმინეთ შინაგან ხმას, რომელიც რთული ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. ეცადეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ და დაკარგული ენერგია აღიდგინოთ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა. მნიშვნელოვანი საქმის დასრულებას და უსიამოვნების თავიდან აცილებას შეძლებთ. საკუთარი თავით და შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი ხართ და ამას არც მალავთ. გახსოვდეთ, რომ პოზიტიური დამოკიდებულება თქვენს ცხოვრებაში ბედნიერებას მიიზიდავს. ნუ მოიწყენთ, თუ გეგმების შეცვლა მოგიწიათ – თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები იხსნება.
კირჩხიბი
დილას თავს მოდუნებულად და უხალისოდ იგრძნობთ, თუმცა შუადღემდე ენერგიით აივსებით და რთული საკითხების მოგვარებას დაიწყებთ. ამ დღეს იღბალი მხოლოდ მომთმენ და პრინციპულ ადამიანებს გაუღიმებს. ეცადეთ, თაროზე შემოდებული პროექტების დასრულების დრო გამონახოთ. ადრე თუ გვიან ამის გაკეთება მაინც მოგიწევთ, ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ.
ლომი
ეცადეთ, საკუთარ ცხოვრებაში ახალი ადამიანების, საინტერესო მოვლენებისა და ლამაზი ურთიერთობებისთვის ადგილი გაათავისუფლოთ. თუ დღის სამოქმედო გეგმას წინასწარ შეიმუშავებთ და თანმიმდევრულად მიყვებით, ყველაფერს დროულად დაასრულებთ. წვრილმანებმა და უსარგებლო საუბრებმა მნიშვნელოვან საკითხებს არ მოგწყვიტონ.
ქალწული
ამ დღეს კარგად გააზრებული გადაწყვეტილება ბევრად უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე იმპულსური მოქმედება. ემოციური ფონი მომატებულია და ამან შესაძლოა სიტუაციის სწორად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. ეცადეთ, დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით ახლობელი ადამიანი არ შეურაცხყოთ.
სასწორი
რთული და დაძაბული დღეა. პრობლემებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად უმჯობესია დღის პირველი ნახევარი მშვიდად გაატაროთ. ფრთხილად იყავით, რადგან ამ დღეს ტრავმის რისკი არსებობს. საყვარელი ადამიანების დახმარება ჩიხური ვითარებიდან გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.
მორიელი
ყურადღების გამახვილება მოგიწევთ – თქვენი ყველა ნაბიჯი თუ გადაწყვეტილება საგულდაგულოდ უნდა გაიაზროთ. ამ დღეს დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება თქვენს მომავალზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. ეცადეთ ნებისმიერ დაპირისპირებას მოერიდოთ. შესაძლოა, უმნიშვნელო კამათი დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს, რომლის დასრულება ადვილი არ იქნება.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა შეხვედრებისა და ახალი ურთიერთობებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს ძალიან მოგებიანი ბიზნესშეთავაზება მიიღოთ. სასურველია დღის მანძილზე დაგროვილი დაძაბულობა ოჯახურ გარემოში მოიხსნათ.
თხის რქა
თუ ცხოვრებაში ან სამსახურში ცვლილებები გსურთ, მეტი უნდა იაქტიუროთ. დაუმთავრებელი საქმეები გამუდმებით თავს გახსენებთ, ამიტომ მათი დასრულებისთვის დრო უნდა გამონახოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – სასურველია, რომ პროფილაქტიკური მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ.
მერწყული
სავარაუდოდ, ცხოვრებაში ცვლილებები ისე არ განხორციელდება, როგორც ელოდით. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწიოთ. ეცადეთ, კონტაქტების წრე გააფართოოთ – ახლობელი ადამიანები მუშაობაში დაგეხმარებიან.
თევზები
რთული და არახელსაყრელი დღეა. დანაკარგების შესამცირებლად საკუთარი შესაძლებლობების უნდა დაიჯეროთ და გამძლეობა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ყველაფერი პირველივე ცდაზე არ გამოვიდეს, მაგრამ ამის გამო საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვოთ.