“სამსახურში რომ მიხვალთ დღეს, უფროსებს, კოლეგებს, ნაცნობებს რას ეუბნებით?” – ხათუნა ხოფერია დათო გორგილაძის პოსტით უკმაყოფილოა.
“სუფრა და გამარჯობის თქმა გავიგე!
აი, სამსახურებში რას აპირებთ?…
დიახ!…
სამსახურში რომ მიხვალთ დღეს, უფროსებს, კოლეგებს, ნაცნობებს რას ეუბნებით, გორგილაძის თანამოაზრეებო?…
დაწერეთ თქვენ გვერდზე, რას აპირებთ?
ემიჯნებით თუ პატივს დადებთ და უბრალოდ, ისე მიესალმებით, “ ადალჟენიეს” გაუკეთებთ მომავალი ქვის სროლამდე?!..
აბა, გელოდებით!!!!” , – წერს “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია და დათო გორგილაძის პოსტის სქრინს აქვეყნებს.
