Monday, July 6, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

March 12, 2023
ცოტა ხნის წინ ცნობილი ადვოკატი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ცნობილი ქართველი შემოქმედი, პოეტი ზოია ვაშაკიძე. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

“ზ ო ი ა ვ ა შ ა კ ი ძ ე
კიდევ ერთი მშვენიერი პოეტი გამოაკლდა ქართველ მწერალთა რიგებს. გარდაიცვალა ცნობილი ქართველი შემოქმედი
ზ ო ი ა აკაკის ასული ვ ა შ ა კ ი ძ ე, რომელმაც თავისი საკმაოდ ხანგრძლივი სიცოცხლე მშობელი ქვეყნისა და ერის უანგარო სამსახურს შეალია და საპატიო ადგილი დაიკავა 21-ე საუკუნის ქართული მწერლობის დიდ ოჯახში.
ზოია ვაშაკიძე დაიბადა 1938 წლის 2 ივლისს სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში. მან საინტერესო ცხოვრებისეული გზა განვლო, ემსახურებოდა მოზარდი თაობის სულიერი აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეს. ათწლეულების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის სამგორისა და ნაძალადევის რაიონების მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებში ნორჩ შემოქმედთა სტუდიებს, ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში…
ზოია ვაშაკიძის სამწერლო დებიუტი 1957 წელს შედგა, როდესაც სამტრედიის რაიონულ გაზეთ „წინ სვლაში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ლექსი „სამაისო“. მას შემდეგ მწერლის ნაწარმოებები პერიოდულად ქვეყნდებოდა ქართულ სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად.
ზოია ვაშაკიძის, უნაზესი ლირიკოსის, პოეზია შეიყვარა ქართველმა მკითხველმა. მისი პოეტური კრებულები „ფერადი წვიმა“, „გაზაფხულის მოახლოება“, „სიყვარულის სიმაღლიდან“, „მზე წაშლის ჩრდილებს“, „სული ნიავივით მქროლავია“, „ლირიკა“, რჩეული, „ილაპარაკე, სულო!“, „სულში შეფუთული ლექსები“ და სხვები მშობელი ქვეყნის სანახების დიდი სიყვარულითაა გამსჭვალული. ქალბატონი ზოია ხომ მუდამ ისეთ საქართველოზე ოცნებობდა, დიდი დავითის სამშობლო რომ ერქვა, იმ ხმლების ელვარება და ლაპლაპი ენატრებოდა, პატარა კახის დავით ფერულის ტოლსწორები რომ იყვნენ.
ზოია ვაშაკიძის ლექსებზე, რომლებიც არაერთ ქართულ პოეტურ ანთოლოგიაშია შესული, მრავალი სიმღერა შეიქმნა.
პოეტის კალამს ეკუთვნოდა საბავშვო ლექსების ისეთი კრებულები, როგორიცაა „ზღარბუნიას ქორწილი“, „გაზაფხულის ჰანგები“,. „საქართველოს იმედი ხარ“.
ზოია ვაშაკიძეს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს მწერალთა კავშირისა და მაყვალა მრევლიშვილის სახელობის პრემიები. დაჯილდოებული იყო წმიდა ნინოს სახელობის ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის მთავარი პრიზით – წმიდა ნინოს ჯვრით…
ზოია ვაშაკიძე, ჩინებული პოეტი და მანდილოსანი დიდხანს დარჩება ჩვენს ხსოვნაში”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბაჩო ახალაიას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • “ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა…” – რას ამბობს კირცხალია პარლამენტში ჩხუბზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge