მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე უახლოესი ამინდის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
„ასე უცებ მოვიდა! თბილი ამინდები და ჩვენ ასევე სწრაფად ვუახლოვდებით გაზაფხულის ბუნიობას, რომელიც წელს ორშაბათს, 20 მარტს იქნება, მაგრამ ახალი სეზონი რეალურად ისე ჩქარობს ჩვენს ქვეყანაში გაცილებით ადრე აფეთქდეს, იმდენად, რომ უკვე რამდენიმე დღეა ტემპერატურამ უკვე ყველგან მოიმატა და 18/20°C- ზოგან 21/23°C მიაღწია, ღამითაც კი საგრძნობლად თბილა, აშკარა გარდამტეხი მომენტია ყველგან, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე დღის წინ ტემპერატურის მინიმუმები ჯერ კიდევ ამჟამინდელთან შედარებით 8-10 გრადუსით დაბალი იყო.კვირას 12 მარტს – მთელი ქვეყანა გაზაფხულის ნამდვილი თბილი სუნთქვით იქნება მოცული.უკვე ორშაბათიდან კი დაიწყება წელიწადის ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი სიტუაციების მონაცვლეობა: გარდაუვალი ცივი შუალედით, 13 და 14 მარტს მთელს ქვეყანაში მოსალოდნელია დროდადრო წვიმა, დასავლეთში საგრძნობლად აგრილდება, აღმოსავლეთში კი მნიშვნელოვნად არ აცივდება.15 მარტიდან ისევ დაგვითბება და გამოიდარებს…“ – წერს მეტეოროლოგი.
