ე.წ აგენტების კანონის წინააღმდეგ პარლამენთან 7-8 მარტს გამართული აქციების სიმბოლოდ ქცეული ქალი, ევროკავშირის დროშით ხელში, ნანა მალაშხიაა.
ქალი, რომელმაც თავის შეუპოვრობით არამხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო საზოგადოება აღაფრთოვანა, მედიასთან გამოჩენისა და კომენტარის გაკეთებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
ნანა მალაშხიას ფოტომ და ვიდეომ მსოფლიო მოიარა. ის ისეთი გავლენიანი საერთაშორისო მედიების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორებიცაა BBC-ი, “გარდიანი”, “როიტერსი”.
ევროკავშირის წაარმომადგენლობამ საქართველოში 8 მარტი ქალებს სწორედ ნანა მალაშხიას ფოტოთი მიულოცა.