ვერძი
ამ დღეს ყველაზე კარგად ის საქმე გამოგდით, რომელიც ყურადღებას და სიზუსტეს მოითხოვს. ენერგიით სავსე ხართ და ყურადღებას წამითაც არ ადუნებთ, რაც საშუალებას გაძლევთ, რომ რთულ ამოცანას გაუმკლავდეთ. თუ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედებთ, შეცდომებს თავიდან აიცილებთ. დამღლელი დღის შემდეგ დასვენება არ დაგავიწყდეთ – ფეხით გასეირნება ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
კურო
ამ დღეს სადავო საკითხებზე შეთანხმებას და ოპონენტებთან მოლაპარაკებას ადვილად შეძლებთ. ვარსკვლავების განლაგება დათმობისა და კომპრომისებისკენ განგაწყობთ. ეცადეთ, კამათის დროს თანამოსაუბრის მიმართ პატივისცემა გამოიჩინოთ და მის არგუმენტებს ყურადღებით მოუსმინოთ. მშვენიერი დროა იმ საქმის დასაწყებად, რომელზე დიდი ხანია ფიქრობთ.
ტყუპები
გირჩევთ, ემოციებს არ აჰყვეთ და რაციონალურად იმოქმედოთ. გეჩვენებათ, რომ გარშემომყოფები კონფლიქტში გითრევენ. განაწყენების ნაცვლად, ჯობს, ამ ადამიანებთან ურთიერთობა გაწყვიტოთ. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც მხარს გიჭერენ და პატივს გცემენ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დ სასიამოვნო დღეა. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ნებისმიერ საქმეს სწრაფად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე უმკლავდებით. საინტერესო საქმიანი შეთავაზება ან ფინანსური წახალისება გელით. ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისთვის – ეს ენერგიას და ოპტიმიზმს დაგიბრუნებთ.
ლომი
ამ დღეს სირთულეების და უსიამოვნო საკითხების განხილვის არ უნდა შეგეშინდეთ. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ და თუ მოინდომებთ, მთების გადადგმას შეძლებთ. ახალი ცოდნა დ გამოცდილება მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ. უახლოეს მეგობარს თქვენი ყურადღება და დახმარება სჭირდება და გასაჭირში არ მიატოვოთ.
ქალწული
თქვენს სამუშაო მაგიდაზე ბევრი დაწყებული და დაუსრულებელი საქმე დაგროვდა და დროა, ამ პრობლემისთვის მოიცალოთ. თქვენი ენერგეტიკული დონე არცთუ ისე მაღალია, ამიტომ უმჯობესია ახალი პროექტების დაწყება სხვა დროისთვის გადადოთ. შეზღუდეთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც თქვენს დროს არ უფრთხილდებიან.
სასწორი
ამ დღეს თავს შეუძლოდ გრძნობთ და უჩვეულოდ სწრაფად იღლებით. გირჩევთ, ხანგრძლივი, დამღლელი შეხვედრები და მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადადოთ და ახალი საქმის დაწყებაზე უარი თქვათ. ეცადეთ, დასვენებას მეტი დრო დაუთმოთ. საღამოს სასიამოვნო სტუმრების ვიზიტი გაგახარებთ.
მორიელი
ამ დღეს ყველაზე კარგად ადამიანებთან ურთიერთობა გამოგდით. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეხვედრები და დისკუსიები დაგეგმოთ. ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენას ადვილად ახერხებთ და არც ოპონენტების საკუთარ სიმართლეში დარწმუნება გიჭირთ. დროა სამომავლო მოქმედების გეგმა შეადგინოთ.
მშვილდოსანი
წარმატებული და საინტერესო დღე გელით. მეგობრების დახმარებით პრობლემებს ადვილად აგვარებთ. პროფესიულ საქმიანობაში თქვენი განსხვავებული ხედვა და არასტანდარტული მეთოდები წარმატებას და აღიარებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, საღამოს ფიზიკური შრომა მოგიწევთ.
თხის რქა
დღის პირველი ნახევარი რთული და ემოციურად არასტაბილური იქნება. თუ გეჩვენებათ, რომ საქმე თქვენთვის მეტისმეტად რთული ან უსიამოვნოა, მისი დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ენერგიის დონე მოიმატებს და სასურველი შედეგის მიღწევას ადვილად შეძლებთ. ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. ყველაფერი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
მერწყული
რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ, თანამოაზრეების გუნდი შეკრიბოთ, სამოქმედო სტრატეგია ჩამოაყალიბოთ და ერთობლივ პროექტებზე შეთანხმდეთ. შესაძლოა, მოულოდნელი საჩუქარი მიიღოთ. ოჯახში შექმნილი კონფლიქტური სიტუაციები დროულად უნდა მოაგვაროთ და მშვიდობის დასამყარებლად საყვარელ ადამიანს მეტი დაუთმოთ.
თევზები
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მეტი ინფორმაცია გჭირდებათ. ფაქტების შემოწმება და გამოცდილი ადამიანებისთვის რჩევის კითხვა არ დაიზაროთ. სიტუაციის მკაფიო ხედვა თავდაჯერებას შეგმატებთ და შეცდომებს აგაცილებთ. ახლა მთავარია, რთულ მომენტებში სიმშვიდე და სიმტკიცე შეინარჩუნოთ.