Wednesday, July 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home ვიდეო

(ვიდეო) პანიკა სომხურ არმიაში – საბრძოლო პოზიციებიდან უკან დახევა და სამხედრო ბაზაზე დატოვებული შეიარაღება

October 19, 2020
(ვიდეო) პანიკა სომხურ არმიაში – საბრძოლო პოზიციებიდან უკან დახევა და სამხედრო ბაზაზე დატოვებული შეიარაღება

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 26 წლის წინ გაყინული კონფლიქტი ისევ ცხელ ფაზაში მძვინვარებს- გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობა უკვე ათასობით სამხედროს შეადგეს. მაღალტექნოლოგიური იარაღის ფონზე საგრძნობია აზერბაიჯანული არმიის უპირატესობა ბრძოლაში. სომხურმა მხარემ აღმოსავლეთ და სამხრეთი მიმართულებებზე არსებული ფრონტის ხაზიდან ტოტალურად დაიხია უკან.

https://mix.metronome.ge/wp-content/uploads/2020/10/ყარაბაღ.mp4

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ დღეებში აზერბაიჯანელებმა დაიკავეს უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ზონაში ქალაქი ჰადრუტი და ფიზულის ნასახლარი, აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სიმაღლე. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოკადრებს, სადაც ასახულია დასახლებულ პუნქტ ფიზულის ცენტრში აღმართული ეროვნული დროშა.

თავდაცვის უწყება აგრეთვე აქვეყნებს ფიზულიში სომხების მიერ მიტოვებული საბრძოლო ნაწილის კადრებს. აღნიშნულ ბაზაზე სომხურმა შენაერთებმა უკან დახევის დროს დატოვეს ასეულობით საარტილერიო ჭურვი, ტანკები, საარტილერიო ჰაუბიცები, ავტომატები, ტყვიამფრქვევები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ავტომატები და ა.შ.

სომხური მხარე თავის მხრივ ამ ინფორმაციას უარყოფს და აზერბაიჯანელთა მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს.

აზერბაიჯანულმა სამხედრო პორტალებმა და სამხედრო უწყების ოფიციალურმა YOUTUBE გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც აღბეჭდილია აზერბაიჯანელთა შეტევისა და სომხური არმიის პოზიციებიდან გაქცევის მომენტი. აზერბიჯანელთა განცხადებით, აღნიშნულ მომენტს აფიქსირებს დრონი, სადაც ჩანს სომხური სპეციალური ოპერაციის ძალების უკან დახევის მომენტი- ისინი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი კომპლექსიდან ისვრიან მომავალი ჯავშანტექნიკის წინააღმდეგ, თუმცა უშედეგოდ, ამის შემდეგ კი გაფანტულად, ერთმანეთისაგან რამდენიმე მეტრის მოშორებით გარბიან და ტოვებენ პოზიციებს.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, მხარეები ამ დრომდე აქტიური საარტილერიო იერიშების განხორციელებაში ადანაშაულებენ ერთმანეთს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უფალმა ნათელში ამყოფოს, ვუსამძიმრებთ ოჯახს”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა
  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • ამ სამსახურებს ხელოვნური ინტელექტი ვერ ჩაანაცვლებს – რას ამბობენ ექსპერტები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge