Saturday, July 4, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ წავიდა ლალი მოროშკინა პოლიტიკიდან სოფლად ?

March 7, 2023
რატომ წავიდა ლალი მოროშკინა პოლიტიკიდან სოფლად ?

პიარსპეციალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ იგი წყვეტს ყველანაირ პოლიტიკურ და მედია აქტიურობას.

“ჩემმა ბავშვობის  მეგობრებმა დახოცეს ერთმანეთი!

ჩემი კოლეგები ცოცხლად ატყავებენ ერთმანეთს!

ადრე,ვერა-ვაკე-საბურთალოს საძმოში რომ ქიშპობა იწყებოდა, სკოლის მერე ვიკრიბებოდით და ვფიქრობდით,როგორ ჩაგვექრო ცეცხლი.

ჩაგვექრო, კი არ გაგვეღვივებინა!!!

დღეს,არავინ ცდილობს ხალხის დაწყნარებას,თითქოს ფარდის იქით კმაყოფილი  სატანა ხელებს იფშვნეტს….

ისევ კავკასიური ცარცის წრე!

ვინ გავგლიჯო?

ჩემი ქვეყანა?

ჩვენი შვილები?

7წლის ვიყავი ბებიამ გერმანიაში რომ წამიყვანა.

ყოველ ზაფხულს 3თვით ევროპაში ვიყავით,მაშინ ეს ფუფუნება მხოლოდ ერთეულების ხვედრი იყო.

17წლის ასაკში დედამ ამერიკაში მამოგზაურა,ზუსტად ორი წლის მერე ჩემი მამინაცვალი თალეს შონია NASA-ში მიიწვიეს,იქიდან კი გერმანიის სამხედრო ბაზაზე.ჩემი ძმა ერეკლე შონია ბერლინში,

გოეთეში სწავლობდა.ჩემი  უფროსი შვილი ნახევრად გერმანიაში იზრდებოდა.

მერე იყო ზაარბრიუკენის უნივერსიტეტი,  სანათესაოს საფრანგეთში ემიგრაცია,ჩემი დების არჩევანი-შვეიცარია და მე,რომელმაც მყარად გადაწყვიტე საქართველოში სოფლის აღორძინება!

მიუხედავად იმისა,რომ პარიზშიც,ნიცაშიც და ჟენევაშიც ჩემი კუთხე-კუნჭული მაქვს, მირჩევნია სუფსაში ევკალიპტი გავაშენო და სიღნაღში ნასახლარები აღვადგინო!

ესაა ჩემი გეოგრაფია.

მე კარგად მახსოვს 90-იანები,

ჩემს სანათესაოდანაც გაუკრავთ ხელი იარაღზე. მე არ მინდა ამ ისტორიის გაგრძელება.

ერთი თმის ღერი -ერთი ქართველის თავიდან-სამუდამო შავი ლაქაა ჩვენს ისტორიაში.

დღეს ესკალაციის არნახული ტემპია.

დღეს არავინ ცდილობს მხარეების შერიგებას.

პირიქით!

ვიღაცა აქეზებს ჩვენს შვილებს,ვიღაც გულს უხეთქავს ჩვენს მშობლებს…

ჩემი საუკეთესო მეგობრები მტრად წაეკიდნენ ერთმანეთს!

აღარც იუმორი ჭრის,აღარც შეგონება,არც ახსნა და არც განმარტება.

ასე,ნაბიჯ-ნაბიჯ ვასრულებთ მტრის დაკვეთას და ქართველს-ქართველს ვაძულებთ.

მე ვემიჯნები ყველანაირ ესკალაციას,

სამოქალაქო დაპირისპირებას,

ძმათა შორის სამკვდრო-სასიცოცხლო გარჩევებს.

მე ვემიჯნები ძალადობას!

ყველამ იცოდეს,იარაღი რომ გავარდეს,ერთი მხრიდან თურქეთი შეგვიტევს და მეორე მხრიდან რუსეთი!

ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა დახოცეს ერთმანეთი,ჯერ მხოლოდ სიტყვიერად…

როცა ბრძოლას სატანა უკვეთავს,უმეგობროს,  უსამშობლოს და ურწმუნოს ათამაშებს…

ჩემი მეგობრების,კლასელების,ჯგუფელების სისხლით  ისედაც საკმარისად გაჯერებულია ქართული მიწა.

შეჩერდით!!!!!

P.S. მე ვწვეტ ყველანაირ პოლიტიკურ და მედია აქტიურობას.

ჩემი მეგობრები,ბარიკადების სხვადასხვა მხარეს დადგნენ.

მათი დაკარგვა -თავის დაკარგვის ტოლფასია.

მე წავედი სოფლად…”, – წერს ლალი მოროშკინა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის – სად იზღუდება მოძრაობა თბილისში
  • “ალდეს” ყრილობაზე ელენე ხოშტარიას მხარდასაჭერად, საქართველოს დროშიანი ცარიელი სკამი დგას
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge