ბათუმის ბულვარში „ნაციონალურმა მოძრაობამ – ძალა ერთობაშია“ წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი მურმან დუმბაძე.
„2020 წლის 31 ოქტომბერს საღამოს, 20:01 საათზე თქვენი მარჯვენით, თქვენი მარცხენათი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს აღუდგება საქართველოს მოქალაქეობა. 31 ოქტომბერს საღამოს, 20:01 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცემა საქართველოში პოლიტიკური საქმიანობის სრული თავისუფლება. ის დაბრუნდება საქართველოში“, – განაცხადა დუმბაძემ.
შეკრებილებს მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემაც.
„მიხარია და ვამაყობ, რომ ჩვენ ვართ ლევან ვარშალომიძესთაბ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ამდენი წლის განმავლობაში ერთი მისხალიც არ დათმო ამ ბრძოლაში,. იბრძოლა დაუღალავად, პრინციპულად და დღეს აქ დგას ერთად გაერთიანებული ოპოზიციის სახით, 31 ოქტომბერს გამარჯვებისთვის“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
მხარდამჭერებმა ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვაც მოისმინეს.
„გვემუქრება ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც აბსოლუტურად ხელოვნურად გაავრცელეს ბათუმში, როდესაც ყველაზე დაავადებული ქვეყნიდან ხელოვნურად შემოიყვანეს დიდი რაოდენობით ე.წ. დამსვენებლები. ჩვენ გვემუქრება განადგურება ჩვენი ჯანმრთელობის, ჩვენი ხალხის, გვემუქრება განადგურება ტურისტული ინდუსტრიის, ასევე ეკონომიკის, თითოეული თქვენგანის კელითლდღეობის, მაგრამ ყველაფერი ეს შემობრუნდება 31 ოქტომბერს. გავა 500 წელი და ყველას ემახსოვრება, რომ ლევან ვარშალომიძემ და თითოეულმა თქვენგანმა შექმნა აჭარის სასწაული, რომელმაც გააოცა მთელი მსოფლიო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.