ახლახანს სოფელ ლიხაურში მცხოვრები ლოტბარი ნინო ნიშნიანიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ სოფ. ლიხაურში მცხოვრები ლოტბარის–ნინო ნიშნიანიძის გარდაცვალების გამო.
ნინო ნიშნიანიძის წვლილი სოფელ ლიხაურში მცხოვრები ახალგაზრდების ქართული მუსიკალური ფოლკლორით დაინტერესებაში დიდია. მან მრავალი თაობა აღზარდა ქართული კულტურის სიყვარულით. 🙏❣️…
ღმერთმა აცხონოს და მართალთა თანა დააწესოს ნინო მასწავლებლის სული!”
