3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება. ეს დღე საქართველოში 1991 წელს ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ინიციატივით დაარსდა. ახალმა დღესასწაულმა მაშინ ჩაანაცვლა ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი, რომელიც როგორც საბჭოთა დღესასწაული, გაუქმდა.
თუმცა წლების შემდეგ 8 მარტმა ისევ მიიღო დღესასწაულის სტატუსი. დედის დღე პირველად აშშ-ში მე-20 საუკუნის დასაწყისში ენი ჯერვისის ინიციატივით დაწესდა. მან კამპანია 1905 წლის 10 მაისიდან, საკუთარი დედის გარდაცვალების დღიდან დაიწყო და 1908 წელს მიაღწია, რომ დედის დღე ოფიციალურ დღესასწაულად იქნა აღიარებული.
ენი ჯერვისი მიიჩნევდა, რომ დედის დღე უნდა ყოფილიყო ომში დაღუპული ჯარისკაცების დედების პატივის მისაგები და არა საჩუქრების ყიდვის დღე. მას უნდოდა, რომ ამ დღეს დედებს შვილებისგან ხელნაკეთი საჩუქრები და მისალოცი ბარათები მიეღოთ.
ენი ჯერვისი 87 წლის ასაკში უშვილო გარდაიცვალა. დედის დღესასწაული კი სხვა ქვეყნებმაც დააწესეს და ახლა ის მთელ მსოფლიოში აღინიშნება.
დედის დღეს ყველა ქვეყანაში თავისი ისტორია და ტრადიციები გააჩნია.
წყარო: http://hotnews.ge/