თურქეთში მომხდარმა მიწისძვრამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.
თურქულ სოციალურ მედიაში ვრცელდება, რომ 12 წლის ჯიჰან ემირ პარლაკიმ ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ ქვედა კიდეურები დაკარგა, ის მკურნალობას განაგრძობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 45 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
