დღეს ცნობილი თურქი მსახიობი კაცების საყვარელ კერძებს შემოგთავაზებთ.
ქალების გულთამპყრობელ ქივანჩ თათლითუღის საყვარელი კერძი მანტი და ქათმის წვნიანია. როგორც იგი აღნიშნავს, ასევე ძალიან უყვარს თურქული ტოლმა და ქაბაბი. ხოლო, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ბოსტნეულის წვნიანს მიირთმევს.

კიდევ ერთი ცნობილი თურქი მსახიობი მამაკაცის ჩაგლარ ერთუგრულის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი ბარდა აღმოჩნდა. როგორც ამბობს, წიწიბურა ხორცთან ერთად მშვენივრად ანაყრებს, საუზმისთვის კი თავად იმზადებს მენემენს. მსახიობი არც სწრაფ კვებაზე ამბობს უარს, მისი საყვარელი „ფასთ ფუდი“ ჰამბურგერია.
