ნინო სუხიშვილის მეუღლე, ზურა ლეჟავა გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში დეკანოზი ალექსანდრე გალდავა ავრცელებს.
“ყველაზე სუფთა, წრფელი, ერთგული, გვერდშიმდგომი, ხელგაშლილი, გულიანი, უსაყვარლესი თვალებბრიალა ზურა. ღმერთმა განუსვენოს”, _ წერს დეკანოზი.
ცნობისთვის, ბიზნესმენი ზურა ლეჟავა რამდენიმე თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა.

