დღეს მობილური ტელეფონი ნებისმიერი ადამიანისთვის საჭირო და განუყოფელი ნივთია. თანამედროვე ადამიანებს მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია. თუმცა, მის არასწორად შერჩევა-გამოყენებას შესაძლოა, დიდი პრობლემა მოჰყვეს და ადამიანის ბედ-იღბალზეც კი იქონიოს გავლენა.
რეალურად, ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი და აუცილებელი ნივთი, ძალიან საშიშია, რადგან მისი არა მარტო არასწორი მოხმარება, არამედ შენახვაც კი დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. კერძოდ, ტელეფინიდან წამოსული მავნე გამოსხივება, გამორთულ მდგომარეობაშიც კი, დაახლოებით, 0,6 სანტიმეტრ რადიუსში ვრცელდება, ჩართულ და მუშა მდგომარეობაში კი – ერთი მეტრიდან, მეტრ და 40 სანტიმეტრამდე. მისი ზემოქმედების ხასიათი ადამიანის აურაზე ავი თვალისა და ჯადოს ზემოქმედების ტოლფასია. მობილური ტელეფონი ადამიანის აურის დაზიანებას იწვევს, შემდეგ კი მასზე გამჭოლ ნახვრეტებს აჩენს და ეს, რასაკვირველია, ძალიან საშიშია.
ზოგჯერ ადამიანს სხეულის კონკრეტულ ადგილას უეცარი ტკივილი ეწყება და ვერ ხვდება, რისი ბრალია, რა მიზეზით არის გამოწვეული ამა თუ იმ ორგანოს ტკივილი. მაგალითად, თუ მობილურ ტელეფონს გულის ჯიბით ატარებთ, მაშინ გულის არეში წარმოიქმნება პათოლოგია; თუ ქამარზე, მარჯვენა მხარეს გაქვთ მიმაგრებული, საშარდე ბუშტის ტკივილი იწყება; თუ მამაკაცი მობილურ ტელეფონს შარვლის ჯიბით ატარებს, მაშინ დიდი შანსია, პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას.
აურის გასაფართოებლად აუცილებელია ვარჯიშების სპეციალური კურსის ჩატარება, რათა პრობლემებსა და გაუგებრობებს ადვილად აარიდოთ თავი. ამისთვის საკმაოდ მარტივად გასათვალისწინებელი რჩევები და იოლი ვარჯიშებია საჭირო. ადამიანმა თავისუფალი დროის უმეტესი ნაწილი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში უნდა გაატაროს. ბუნებაში არსებული მინერალები და მცენარეები უარყოფით ენერგიას ისრუტავენ და უდიდესი დადებითი მუხტით გვავსებენ. ამიტომ, მზიან და სასიამოვნო ამინდში ბევრი ისეირნეთ, იარეთ ბალახზე ფეხშიშველმა, გაშალეთ პლედი მიწაზე და წამოწექით, უყურეთ ზეცაში ღრუბლებს, უსმინეთ ბუნებაში არსებულ ხმებს, განიტვირთეთ. მაქსიმალურად შეისრუტეთ დადებითი და მშვიდი ემოციები. ეს დიდხანს გაგყვებათ და დაგიცავთ უარყოფითი გამოსხივებისგან.
საერთოდ კი, აურის მოცულობა ინდივიდუალურია. არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ადამიანი უარყოფით ენერგიას იღებს, მაგრამ ძლიერი აურა აქვს და ველი იოლად არ უმცირდება.
ადამიანის ბედსა და ცხოვრებაზე, ტელეფონის ნომერიც ახდენს გავლენას. ასტროლოგია და ნუმეროლოგია პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, ამიტომ, თუ გსურთ, გაიგოთ, როგორ მოქმედებს თქვენი მობილური ტელეფონის ნომერი თქვენზე, ასე უნდა მოიქცეთ: ნომრის ციფრები მიუმატეთ ერთმანეთს, მიიღეთ ერთი ციფრი და ქვემოთ წაიკითხეთ, როგორ გავლენას ახდენს ის თქვენს ცხოვრებაზე. მაგალითად, თუ თქვენი ტელეფონის ნომერია 577 55 22 32 (5+7+7+5+5+2+2+3+2=38, ეს ციფრი დაიყვანეთ ერთნიშნა ციფრამდე, ანუ 3+8=11, 1+1=2). ასე რომ, ამ კონკრეტული მობილურის ნომეროლოგიური კოდია 2.
1 – ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი ხალხის რიცხვია. წარმატება მოაქვს, პოლიტიკურ სარბიელზე და იურიდიულ სფეროში.
2 – საშუამავლო ან საკონსულტაციო სფეროში მომუშავე ხალხის რიცხვია. წარმატება მოაქვს ადვოკატებისთვის.
3 – სახელოვნებო ასპარეზზე მოღვაწე ადამიანებს წყალობს. ასევე, კარგია ჟურნალისტებისა და ლიტერატორებისთვის.
4 – მენეჯერების, ადმინისტრატორებისა და სხვა ორგანიზატორული ტიპის სამუშაოზე დაკავებული ხალხის რიცხვია. ის, ასევე, წარმატებას მოუტანს რედაქტორებსა და პროდიუსერებს.
5 – ტურისტულ ბიზნესში მომუშავე ადამიანებს სწყალობს. ასევე, გამოადგებათ მარკეტინგისა და პიარის კუთხით მომუშავე ინდივიდებს.
6 – სოციალური მუშაკებისთვის, ფსიქოლოგებისა და სოციოლოგებისთვის განკუთვნილი ნომერია. ასევე, კარგია მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის.
7 – ლექტორების ან მასწავლებლების ნუმეროლოგიური ინდექსია. ასევე, ხელს უწყობს მათ, ვისი საქმიანობაც კვლევით ან სამეცნიერო სფეროებს უკავშირდება.
8 – ბიზნესმენების, ბანკირების ნომერია, ხელს უწყობს მფლობელისკენ დიდი ფულის შემოდინებას.
9 – მხატვრების, მუსიკოსების რიცხვია. ხელს უწყობს კარიერის კეთებისკენ მიდრეკილ ადამიანებს.
წყარო – tbiliselebi.ge
