“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ გამართულ უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე სოციალურ ქსელში წერს:
“გუშინდელი აქციის შთაბეჭდილებები:
1. ქართველ ხალხი ძალიან მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინას და ქუჩაში გამოდის შთამბეჭდავი რაოდენობით.
2. რაც აინტერესებს, იმ თემაზე ქართველი ხალხი გარეთ გამოდის. უბრალოდ თემები, რასაც პოლიტიკური სპექტრი ატენის 24
საათი ქართველ ხალხს არ აინტერესებს – მისი დრამა არაა, სხვისი საპნის ოპერაა.
3. კოლექტიური გუბაზ სანიკიძე არის ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების მოსიხლე მტერი. მისი ყველა დამქირავებელი და ეთერის დამთმობი არის უბრალოდ ფსკერზე მოფართხალე გოიმი და ცივილიზებულ გარემოში არ უნდა გარიო – ეს ხალხი არის ამ ქვეყნის ჰიგიენური პრობლემა.
4. ხალხს ეზიზღება არაფრის მთქმელი ღრიალი მიკროფონში და დრონით რაც ვნახე, სიტყვით გამოსვლების დროს აქცია იშლებოდა (ვინც იღებდა, შეუძლია გადაამოწმოს).
მოკლედ, ხალხი ბევრად ბრძენია, ვიდრე პოლიტიკური სპექტრი.
ამიტომ მაქვს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
და ამიტომ ვრჩები ამ საქმეში ხალისით – ხალხის იმედით”